თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე ბაზრობაზე ხანძარია

© Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქავთარაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ცეცხლი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. ცეცხლი უკვე რამდენიმე მაღაზიას მოედო

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე ხანძარი გაჩნდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ცეცხლი ბაზრობაზე მდებარე მაღაზიებს უკიდია.

ტელეკომპანიის ცნობით, ამ ეტაპზე ხანძარი უკვე რამდენიმე მაღაზიას მოედო.

მომხდარი შესახებ სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

ადგილზე 10 სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.

ყველა ახალი ამბავი
0