Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩემ თავზე მეტად მიყვარხარ!“- ჯანეტ ქერდიყოშვილმა ნოეს ბავშვობის ფოტო გამოაქვეყნა

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBჯანეტ ქერდიყოშვილი
ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელმა ჯანეტმა პროდიუსერ ნოე სულაბერიძის პატარაობის სურათი გამოაქვეყნა. როგორ გამოიყურებოდა ცნობილი პროდიუსერი ბავშვობაში?

ყველას აინტერესებს თუ როგორ გამოიყურებოდნენ სელებრითები ბავშვობაში. მათი ბავშვობის სურათების ნახვის საშუალება არც ისე ხშირად გვეძლევა. მსახიობები, მომღერლები და ტელეწამყვანები საკუთარ სურათებს ექსკლუზიურად სხვადასხვა ტელეგადაცემებს უზიარებენ. ჯანეტ ქერდიყოშვილმა გამონაკლისი დაუშვა და ქმარს დაბადების დღე მისი ბავშვობის სურათით საჯაროდ მიულოცა.

„მეც განვმეორდები და ვიტყვი, რომ ცხოვრება თავიდან ბოლომდე ამიყირავე ... ამ აყირავებაზე შარშან ამ დროს ვერც კი ვიფიქრებდი, ვერც კი ვიოცნებებდი.“- ჯანეტმა ეს გულისამაჩუყებელი სიტყვები „პრაიმშოუსა“ და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს მიუძღვნა. მათ  დაოჯახებას უამრავი ადამიანი განიხილავს. ნოეს და ჯანეტის პირადი სივრცე სელებრითების ცხოვრებით დაინტერესებულებს განსაკუთრებით აღელვებთ. ნოესთვის ეს მესამე ოჯახია და მესამე შვილია. ცნობილ პროდიუსერს ვაჟი და ქალიშვილი სხვადასხვა ქალებისგან და სხვადასხვა ქორწინებიდან ჰყავს. მიუხედავად იმისა, რომ უფროს ვაჟსა და მომდევნო გოგონას მხოლოდ მამა აერთიანებთ, თინეიჯერები ძალიან მეგობრობენ.

ჯანეტ ქერდიყოშვილმა მეუღლეს დაბადების დღეზე საყვარელი ესპანური სერიალის „ქაღალდის სახლის“ მოტივებზე შექმნილი ტორტი აჩუქა. მთავარ პერსონაჟებათ საკუთარი თავი და ნოე წარმოაჩინა და კონდიტერმა მოდელი და პროდიუსერი გამოძერწა.  „მუდამ ჯანმრთელი გვენახე, შენი გენიალურობით კი ისედაც ყველაფერს მიაღწევ… P.S  ჩემ თავზე მეტად მიყვარხარ! ( ეს კი ჩემებმა იციან რომ პიკია)“- აღნიშნავს ჯანეტი.

ყველა ახალი ამბავი
0