Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„წაიყვანეთ...“ - ნახეთ როგორ ერჩის ვაჩე პატარა ნიკოლას - ანუკი სახალისო ვიდეოს აქვეყნებს

© Photo: Kakha Kaladze / FBკახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად
კახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანუკი არეშიძეს სოციალურ ქსელში ბევრი მიმდევარი ჰყავს. ამჯერად დიზაინერმა ოფიციალურ გვერდზე ვაჩეს ვიდეოები გამაოქვეყნა. ბიჭუნა იუბილარია

ვაჩე კალაძე 6 წლის გახდა. დიზაინერმა ანუკი არეშიძემ მას დაბადების დღე საჯაროდ მიულოცა და Instagram-ის „სთორებად“ ვაჩეს სახალისო ვიდეოები დადო. ძირითადი ვიდეოები ვაჩესა და პატარა ნიკოლას ურთიერთობას ეხება. როგორც ჩანს, ვაჩე ბიჭუნაზე ეჭვიანობს და მუდმივად ერჩის, რითაც მშობლებს ძალიან ახალისებს.

ანუკი არეშიძე და კახა კალაძე შვილებში დიდ სიყვარულსა და მეგობრობას აღვივებენ. პატარა ბიჭები ერთმანეთს უვლიან და დედას უმცროსების აღზრდაში ეხმარებიან. მზრუნველი დედა შვილების ფოტოების გამოქვეყნებას თავს აღარ არიდებს. მანამდე საზოგადოებას ოჯახის ყველაზე უმცროს ვაჟ ნიკოლას ერთ წლამდე არ უჩვენებდნენ. უსაყვარლესი ბიჭუნა ანუკის და კახას თაყვანისმცემლებმა ყურადღების ცენტრში მალევე მოაქციეს.

კალაძეების ოჯახის თითოეული წევრი პატარა უფლისწულს ჰგავს. ბიჭუნებს, უფროსის – ლევან კალაძის გარდა, ანუკი არეშიძეს უფრო ამსგავსებენ, ვიდრე თანამდებობის პირს და ულტრამოდურ მამას კახა კალაძეს. ყველასათვის ცნობილია, რომ კალაძის სამი უფროსი ვაჟი იტალიაში დაიბადა, უმცროსი ნიკოლა – საფრანგეთში. ისინი ერთად მოგზაურობენ, ახალ ქვეყნებს მშობლებთან ერთად იპყრობენ და უკან სამშობლოში სკოლაში/ბაღში წასასვლელად ბრუნდებიან.

ანუკი და კახა, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, შვილებთან ინტენსიურ კომუნიკაციასა და ურთიერთობას ყოველთვის ასწრებენ და ახერხებენ. სხვადასხვა საჯარო გამოსვლებისას, ღონისძიებებსა და საზეიმო ვითარებაში თბილისის ცენტრში თბილისის მერი ოჯახთან ერთად ჩნდება. ისინი ერთად ხშირად სრული შემადგენლობით დადიან. ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის ოჯახი წყნეთში ცხოვრობს. 2018 წლის სექტემბერში დაბადებული ნიკოლა წყვილისთვის მეოთხე ვაჟია. „თეთრი შოკოლადი“, როგორც მას ანუკი არეშიძე მოიხსენიებს და უწოდებს, პატარა ბაჭიასაც ჰგავს.

ყველა ახალი ამბავი
0