რამხელა ხელფასი ექნება საპენსიო სააგენტოს ახალ დირექტორს

© Sputnik / Alexander Imedashviliხანდაზმული მამაკაცი
ხანდაზმული მამაკაცი  - Sputnik საქართველო
გამოწერა
საპენსიო სააგენტოს დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლევან სურგულაძემ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორის შესარჩევად ვაკანსია გამოაცხადა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

9 დეკემბერს, საქართველოს საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. სურგულაძემ საკუთარი გადაწყვეტილება „სხვა გეგმებით“ ახსნა.

ლევან სურგულაძე - Sputnik საქართველო
საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს, მაგრამ რეფორმის წარმატებისთვის ილოცებს

ლევან სურგულაძე საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობაზე 2018 წლის 17 სექტემბერს ხუთი წლის ვადით დაინიშნა.

განაცხადები 31 იანვრამდე მიიღება. ვაკანტური პოსტის დაკავების მსურველებმა შემდეგი მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ: უნდა ჰქონდეს მიღებული ბაკალავრის ხარისხი, ხუთწლიანი სამუშაო გამოცდილება, პროფესიით უნდა იყოს ეკონომისტი, ფინანსისტი ან ბიზნესსამართლის სპეციალისტი.

თანამდებობრივი სარგო 10 000-დან 15 000-მდე ლარს შეადგენს.

დაგროვებითი პენსიის სისტემა საქართველოში 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შემუშავებული სქემის მიხედვით, 24 ათას ლარამდე წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში მოქალაქის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიური ანაზღაურების 6% ირიცხება – 2%-ს მოქალაქე თავად იხდის, 2%-ს – მისი დამქირავებელი და 2%-ს – სახელმწიფო. 24 ათას ლარზე მეტი წლიური ნომინალური შემოსავლის შემთხვევაში (60 ათას ლარამდე) სახელმწიფო საპენსიო ფონდში მხოლოდ 1%-ს გადარიცხავს. 60 ათასი ლარის ზემოთ შემოსავლის მქონე პირები სახელმწიფო სქემაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ.

ბოლო მონაცემებით, საპენსიო რეფორმაში 943,1 ათასზე მეტი ადამიანი და 600 ათასზე მეტი კომპანიაა ჩართული, საერთო საპენსიო შენატანმა კი 508,4 მლნ ლარს გადააჭარბა.

ყველა ახალი ამბავი
0