პოპულარულმა მომღერალმა ნინო ჩხეიძემ ახალი წელი მონაკოში ქმართან და ქალიშვილთან ერთად აღნიშნა. 2013 წლიდან დღემდე ნინო ჩხეიძე და მისი მეუღლე ერთმანეთს საზღვარგარეთ ხვდებიან. შემსრულებლის პროდიუსერი მისი ბიზნესმენი მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ნინოს გასტროლებს ხელმძღვანელობს. ახალ წელს ოჯახი მონაკოში, კერძოდ მონტე-კარლოში გაერთიანდა. აქ ნინომ თაყვანისმცემლებს ულამაზესი საღამო აჩუქა.
თბილისში დაბრუნების შემდეგ, შობის ღამე კოლეგებთან და ცნობილ ქართველებთან ერთად საგურამოში აშენებულ ულამაზეს სახლში გაატარა. მის საზაფხულო სახლში ცნობილი ქართველები - ნოე სულაბერიძე, ანრი ჯოხაძე, ჯანეტ ქერდიყოშვილი, სალომე ღვინიაშვილი და მისი მეუღლე, ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, ირაკლი მაქაცარია იყვნენ. გარდა ამისა, ნინო ჩხეიძემ სახლში „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ახალი ჟიურის წევრი ფლამენკოს მეფე - ხოაკინ კორტესი მიიწვია. მას თან ულამაზესი ცოლ-შვილი ახლდა.
საღამოს ქართული ტრადიციული შტრიხები ამშვენებდა. ნინოს და ნოეს გაზიარებულ ფოტო-ვიდეოებზე დაყრდნობით, მათ შობის ღამეს ხოაკინ კორტესისთვის ქართველი მუსიკოსები დაპატიჟეს, რათა ფლამენკოს მოცეკვავისთვის ქართული ტრადიციული მუსიკა გაეზიარებინათ და ნამდვილი ძველი თბილისური ატმოსფერო შეექმნათ. მომღერალმა ნინო ჩხეიძემ მოწყობილი სახლისა და გაშლილი მაგიდის სურათები გაასაჯაროვა.
აღსანიშნავია, რომ ნინოს სახლს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღფრთოვანებულმა „ფოლოვერებმა“ ემოციები ვერ დამალეს და ნინოს სახლის შეფასება გამოქვეყნებული პოსტის კომენტარებში დაიწყეს. წლების მანძილზე ნინო ჩხეიძე შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ აქტუალურ და პოპულარულ მომღერლად ითვლება. არტისტის რეპერტუარიდან ერთი სიმღერა მაინც მთელმა ქალაქმა ზეპირად იცის. ცნობილია, რომ ნინო და მისი მეუღლე დროებით ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქართული ესტრადის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი გასტროლებით სხვადასხვა ქვეყანას ხშირად სტუმრობს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, ნინო ჩხეიძე მეგობრებთან გართობას ასწრებს, გარდა ამისა, მათ სახლში აერთიანებს.