თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. მოსკოვის სამ აეროპორტში - „ვნუკოვოში“, 1„დომოდედოვოში“ და „შერემეტევოში“ შაბათ დილით 36 რეისი გადაიდო, ხუთი გაუქმდა, იუწყება РИА Новости „იანდექსზე“ დაყრდნობით.
კერძოდ, „ვნუკოვოში“ ორი რეისი გადაიდო, „დომოდედოვოში“ -19, ხუთი კი გაუქმდა, „შერემეტევოში“ – 15 რეისი გადაიდო.
დღეს საღამოს მოსკოვში თოვლი და ლიპყინულია ნავარაუდევი.