მიკროავტობუსის და მსუბუქი ავტომობილის შეჯახებამ უკრაინის მოქალაქეები იმსხვერპლა

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკშირუსეთის პოლიცია
რუსეთის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავარიაში დაშავებული რამდენიმე უკრაინის მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა სერიოზული ავტოავარიის შედეგად, რომელიც ორლოვსკის ოლქის კრომსკის რაიონში მოხდა, იუწყება РИА Новости შსს-ს რეგიონულ სამმართველოზე დაყრდნობით.

რუსეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულები საავადმყოფოდან გაწერეს >>

ავარია შაბათ დილით დასახლებულ პუნქტ შახოვოსთან მოხდა. ერთმანეთს Mercedes-ის მარკის მიკროავტობუსი და Renault Megane-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ.

„ჯერჯერობით ცნობილია სამი დაღუპულის შესახებ, კიდევ რამდენიმე ადამიანი დაშავდა. რაოდენობას ზუსტდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობილია, რომ მიკროავტობუსი რეგისტრირებულია უკრაინაში, მას ამ ქვეყნის შვიდი მოქალაქე გადაჰყავდა.

ავარიის შედეგად დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი და მგზავრი, ასევე მიკროავტობუსის ერთ-ერთი მგზავრი. Mercedes-ის მძღოლმა და დანარჩენმა მგზავრებმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღეს. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0