საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას მიუსამძიმრა

© photo: Salome Zourabichvili / FBსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზურაბიშვილმა, ქართველი ხალხის სახელით, თანადგომა გამოუცხადა უკრაინელ კოლეგას და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა, იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური

თვითმფრინავის კატასტროფის ადგილი - Sputnik საქართველო
პატრიარქმა მწუხარება გამოთქვა თეირანში უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფის გამო

ზურაბიშვილმა, ქართველი ხალხის სახელით, თანადგომა გამოუცხადა უკრაინელ კოლეგას და მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახებს.

„მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამ დღეებში დაატყდა თავს თქვენს ქვეყანას. დღეს ყველა ერთად ვგლოვობთ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ადამიანებს. მე და ქართველი ხალხი მთლიანად ვიზიარებთ ამ ტკივილს. ახლა მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო. გისურვებთ გამძლეობასა და განსაცდელთან ღირსეულად გამკლავებას“, — ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.

სამძიმრის წერილი საქართველოში უკრაინის ელჩ იგორ დოლგოვს გადაეცა. ასევე გაკეთდა ჩანაწერი საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0