სეფაშვილი: თავიდან ძალიან მრცხვენოდა სიმღერის
„შემოქმედებითი ცხოვრება ეგ არის, რომ სულ უნდა ვაკეთოთ რამე ახალი. ისე საკუთარი თავისთვისაც უინტერესო ხდები. ბავშვობაში არ გვქონდა აპარატურა, ერთ-ერთი ჩემი მეგობრის მამა კულტურის სახლის დირექტორი იყო და, ეგება ვთხოვო მამაჩემს, რომ შეგვიშვას კლუბში და გვარეპეტიციოსო. თავიდან რაღაცებს ვაბრახუნებდით, მერე მითხრეს, შენ უნდა იმღეროო. თავიდან ძალიან მრცხვენოდა სიმღერის, თუმცა მერე ძალიან მოეწონათ და ბიჭებმა მითხრეს, გადაწყდა, შენ ჩვენი ჯგუფის მომღერალი უნდა იყოო“, – იხსენებს მერაბ სეფაშვილი.
მომღერლის თქმით, ამ კლუბში მოგვიანებით სახელმწიფო ორკესტრი „რერო“ მივიდა სარეპეტიციოდ, მოეწონათ მერაბის ნამღერი და 15 წლის ასაკში უკვე ორკესტრში მოხვდა.