არიადნა შენგელაიას საიუბილეო საღამოში ქართული კინოს ვარსკვლავები მონაწილეობენ

© photo: Sputnik / Georgi Ter-Avanesov / გადასვლა მედიაბანკშიარიადნა შენგელაია
არიადნა შენგელაია - Sputnik საქართველო
გამოწერა
არიადნა შენგელაიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს ფილმების ნაწყვეტები და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეო, რომელიც არიადნა შენგელაიას შემოქმედებას ეძღვნება.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ქართული კინოს ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას საქართველოს სახალხო არტისტის, კინოსა და თეატრის მსახიობის არიადნა შენგელაიას 83-ე იუბილესა და რუსთაველის კინოთეატრის წინ ვარსკვლავის გახსნის ცერემონიაში. ღონისძიება ა. გრიბოედოვის სახელობის რუსულ დრამატულ თეატრში 13 იანვარს გაიმართება.

როგორც „Sputnik–საქართველოსთან" მსახიობის შვილიშვილმა ნატალია ჯუღელმა განაცხადა, კონცერტის სტუმრები ძველი ქართული კინოს წარმომადგენლები იქნებიან.

„საღამოს დაესწრებიან ელდარ შენგელაია, მედეა კუჭუხიძე, მერაბ კოკოჩაშვილი, გრიბოედოვის თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი და სხვები. ყველა მათგანი სცენაზე სიტყვით გამოვა და გაიხსენებენ არიადნასთან ერთად მუშაობის პროცესს", – განაცხადა ჯუღელმა.

არიადნა შენგელაია - Sputnik საქართველო
კინომსახიობ არიადნა შენგელაიას თბილისში ვარსკვლავს გაუხსნიან

არიადნა შენგელაიას შემოქმედებისადმი მიძღვნილ საღამოზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება ნახოს ფილმების ნაწყვეტები და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი ვიდეო, რომელიც არიადნა შენგელაიას შემოქმედებას ეძღვნება.

საღამოს ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი ბახვა ბრეგვაძე წარუძღვება.

არიადნა შენგელაია მრავალი წელია თბილისში ცხოვრობს, თუმცა არ უყვარს საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომაც იგი მაყურებლის წინაშე 2007 წლიდან არ გამოჩენილა. 13-წლიანი პაუზის შემდეგ მოსალოდნელია, რომ არიადნა შენგელაია საკუთარი ვარსკვლავის გახსნას დაესწრება.

არიადნა შენგელაიას შემოქმედებაში აღსანიშნავია შემდეგი კინოროლები: ტატიანა („ევგენი ონეგინი", 1958), ეჟენი გრანდე („ეჟენი გრანდე", 1960), მანოლი („ენგურის ნაპირებზე", 1961), მარია („თეთრი ქარავანი", 1964), ვერა შეინა („ძოწის სამაჯური", 1964), ლოტა („ჯვარცმული კუნძლი", 1968), კაროლინა („ფერენც ლისტი", 1970), კაროლინა („მთვარის მოტაცება", 1971), მარგალიტა („შერეკილები", 1974) და სხვ. პარალელურად არიადნა შენგელაია გრიბოედოვის თეატრის მსახიობი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0