რას ნიშნავს რუსეთისთვის „თურქული ნაკადის“ ამუშავება

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშითურქული ნაკადის გახსნა
თურქული ნაკადის გახსნა - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთისა და თურქეთის ლიდერებმა სერბეთის პრეზიდენტისა და ბულგარეთის პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით ოფიციალურად გახსნეს გაზსადენი „თურქული ნაკადი“.

ირინა ალქსნისი

დღის სხვა მოვლენების (თეირანის მიერ ერაყში ამერიკული სამხედრო ბაზის სარაკეტო შეტევისა და ირანში უკრაინული ლაინერის კატასტროფის), ასევე ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების შედეგად წარმოქმნილი საყოველთაო საერთაშორისო ნევროზის გათვალისწინებით, ღონისძიება შეიძლებოდა ჩაკარგულიყო კიდეც საინფორმაციო დღის წესრიგში – სწორედ წინასწარ დაგეგმილი სამუშაო ხასიათის გამო. მაგრამ ამის ნაცვლად გაზსადენის გახსნის ცერემონია შეიძლება იქცეს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ მსოფლიოში რუსეთის ახალი ადგილისა და როლის სიმბოლოდ.

რამდენიმე თვის წინ „თურქული ნაკადის“ გახსნისადმი მიძღვნილი ანალიზის ლაიტმოტივი ნათელი და უბრალო იქნებოდა: რუსეთმა კვლავ შეძლო! ყველა სირთულისა და ოპონენტების მიერ საგულდაგულოდ შეკოწიწებული წინაღობების მიუხედავად, რუსეთმა კიდევ ერთხელ მიაღწია დასახულ მიზანს, რაც ბევრს წარმოუდგენლად ესახებოდა. 

© video: Sputnik / / RUPTLY„თურქული ნაკადი“ ამუშავდა: შეიცვლება თუ არა გაზის ტარიფი?
რას ნიშნავს რუსეთისთვის „თურქული ნაკადის“ ამუშავება - Sputnik საქართველო
„თურქული ნაკადი“ ამუშავდა: შეიცვლება თუ არა გაზის ტარიფი?

მაგრამ მიმდინარე მოვლენების ფონზე ამ აბსოლუტურად მართებულმა მოსაზრებამ დაკარგა აქტუალობა და წინა პლანზე წამოიწია სხვა იდეამ: რუსეთი – როგორც წესრიგის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ბურჯი მზარდი რყევების სამყაროში.

რამდენიმე წელი კოლექტიური დასავლეთი რუსეთს იხილავდა, როგორც რენეგატს, რომელიც თანმიმდევრულად და შეგნებულად ანგრევდა მსოფლიო სისტემას; როგორც განდგომილს, რომელიც არაფრად აგდებდა მოვლენათა არსებულ წესრიგს.

ამ ბრალდებაში ორმაგი ხაფანგი იმალებოდა. ერთი მხრივ, ფიგურირებდა აზრი, რომ არსებული სისტემა – საუკეთესოა შესაძლო სისტემებს შორის, ვინაიდან მის სათავეში დგას ბრწყინვალე დასავლური სამყარო, რომელიც დემოკრატიის, სამართალისა და მოქალაქეთა თავისუფლების განსახიერებაა. მეორე მხრივ, იგულისხმებოდა, რომ სისტემის არსებული ნაკლოვანება და არასრულყოფილება სჯობდა მოსკოვის მიერ შემოთავაზებულ ქაოსს – და ეს არგუმენტი ძალიან ბევრისთვის საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა.

2010-იანი წლების შუა პერიოდში პლანეტის დიდმა ნაწილმა ვარდისფერი სათვალის გარეშე შეხედა დასავლეთის მიერ სამყაროს დაყოფის წესს. ყველამ ნათლად დაინახა კრიზისული ვითარება. შესაბამისი ქვეყნების ხელისუფალთა რეაქცია კი მიმდინარე მოვლენებზე წააგავდა ხვრელების ექსტრემალურ სიტუაციაში ამოვსებას, როგორც ეს, მაგალითად, ევროპაში 2015 წელს, მიგრაციული პროცესების დროს ხდებოდა. მაგრამ მთლიანობაში მიდგომა – „ცუდი წესრიგი უკეთესია, ვიდრე მისი არარსებობა“ სავსებით სამართლიანია. ასე რომ, რუსეთის მოქმედება იწვევდა ძალიან ბევრი ძალის ნეგატიურ რეაქციას და მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც მსოფლიო ელიტის მიმართ განსაკუთრებული სიმპათიით არ იყო გამსჭვალული. 

„თურქული ნაკადის“ მშენებლობა - Sputnik საქართველო
გაზსადენი „თურქული ნაკადი“ ოფიციალურად ამოქმედდა

მაგრამ ის, რასაც ირგვლივ მყოფები რუსეთის მიერ ისედაც სულთმობრძავი სისტემის ნგრევად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში ახალი სისტემის საძირკვლის ჩაყრა იყო.

საერთაშორისო ასპარეზზე დაძაბულობა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, უახლოეს პარტნიორებს შორისაც კი იზრდება. ახლო აღმოსავლეთში ვითარების ისეთი ესკალაციაა, როგორიც დიდი ხანია არ ყოფილა, თანაც საერთო ფეთქებადსაშიშ კვანძში გადახლართულია რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანა. ერაყიდან თავიანთი სამხედროები გამოჰყავთ გერმანიას, სლოვაკეთს, ხორვატიას. სია ალბათ გაიზრდება. ორმუზის ყურის გავლით ხომალდების ტრანზიტი შეჩერებულია. მრავალი ავიაკომპანია, მათ შორის „აეროფლოტი“, დროებით წყვეტს ირანის საჰაერო სივრცეში ფრენას. ექსპერტები მესამე მსოფლიო ომის საფრთხეზე საუბრობენ. ბაზრები ეცემა, ნავთობი და ოქრო ძვირდება.

ამ ყველაფრის ფონზე ვლადიმირ პუტინმა გეგმას არ გადაუხვია და „თურქული ნაკადის“ გახსნაზე სტამბულში ჩაფრინდა. იმ ვითარებაში, როდესაც მთელ სამყაროში მდგომარეობა უკიდურესად დაძაბულია, რუსეთი აჩვენებს გეგმის შესაბამისად მუშაობის მაგალითს, რომელსაც ვერანაირი გარეშე ქარიშხალი ვერ შეარყევს. თანაც მისი გავლენა საკმაოდ დიდია, რათა მის გვერდით გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებული პოზიცია დაიკავონ სახელმწიფოებმა, რომლებიც სხვა ვითარებაში მკაცრ განცხადებებსა და ნაბიჯებს ანიჭებენ უპირატესობას. საუბარია, მათ შორის, თურქეთზეც, რომელიც პერიოდულად აძლევს თავს უფლებას, განაწყენებული პოზიციიდან ხმამაღალი განცხადებები აკეთოს მას და მოსკოვს შორის აზრთა სხვადასხვაობის გამო (ბოლო კომენტარი ეხებოდა ლიბიას), მაგრამ მთლიანობაში თანმიმდევრულად მოქმედებს თანამშრომლობის ფარგლებში. 

გაზსადენი - Sputnik საქართველო
„ფუჭი მცდელობა“ – თურქეთი „რუსული გაზის ახალი მკვლელის“ წინააღმდეგ

რუსეთი გადაიქცა შეკრების ახალ ცენტრად, რომელიც მზადაა თავის თავზე აიღოს (და უკვე იღებს) ქაოსში ჩაფლობისგან მსოფლიოს შეკავებისა და ახალი გლობალური სისტემის ჩამოყალიბების ფუნქციები. მოსკოვი ყველას უბრალო და გასაგებ წესებს სთავაზობს: კონსტრუქციული თანამშრომლობა პრაგმატიზმისა და ურთიერთხელსაყრელ პრინციპებზე. რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის მაგალითი იმითაც არის მისაბაძი, რომ ქვეყნები ისტორიულად ყოველთვის მიიჩნეოდნენ „ბუნებრივ გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებად“, რომელთა შორის უთანხმოების გადალახვა უბრალოდ შეუძლებელი იყო. თუმცა მოსკოვმა ეს მოახერხა.

შემთხვევით არ უთქვამს „თურქული ნაკადის“ გახსნის ცერემონიაზე ვლადიმირ პუტინს, რომ ორი სახელმწიფო „აჩვენებს თანამშრომლობისა და ურთიერთმოქმედების მაგალითს ორი ხალხისა და მთელი ევროპის, მთელი მსოფლიოს ხალხების საკეთილდღეოდ“. ახლო აღმოსავლეთშიც და მთელ მსოფლიოში საკმაოდ ბევრი დედაქალაქია, სადაც რუსეთის პრეზიდენტის სიტყვას მიიღებენ, როგორც მათ მიმართ გაჟღერებულ ანალოგიურ შეთავაზებას. ხოლო მიმდინარე შემაშფოთებელმა მოვლენებმა ბევრს შესაძლოა ამ წინადადებების მიღებისკენ უბიძგოს – ბოლოს და ბოლოს, ბოლო წლებში მოსკოვმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის ყველაზე რთულ ვითარებაშიც კი თავისი სიტყვის ერთგულია და ამ მხრივ კონკურენტები არ მოეძებნება.

„თურქული ნაკადის“ გახსნა ამის ნათელი მაგალითია. 

ყველა ახალი ამბავი
0