საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟს კომიდან უახლოეს კვირებში გამოიყვანენ

© Sputnik / Levan Avlabreliცოტნე გამსახურდია
ცოტნე გამსახურდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
თურქმა ექიმებმა დადებითად შეაფასეს ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც სამკურნალოდ თბილისიდან გადაიყვანეს.

თბილისი, 9 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟს ცოტნე გამსახურდიას თურქი ექიმები ხელოვნური კომიდან უახლოეს კვირებში გამოიყვანენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2 გამსახურდიას მეუღლეზე ანა ჯაბაურზე დაყრდნობით.

ცოტნე გამსახურდიას 19 დეკემბრის ღამით დაესხნენ თავს თბილისში, გალის ქუჩაზე და რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს როგორც ცივი იარაღით, ისე ბლაგვი საგნით. საავადმყოფოში მას იმავე ღამით ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავაც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა. მოგვიანებით გამსახურდია მკურნალობის გასაგრძელებლად თურქეთში გადაიყვანეს.

„პაციენტის მდგომარეობა არის ძველებური. დიდი სიახლე არ მაქვს ჩამოტანილი. ვნახე ცოტნე, არის ისევ დაცვითი ნარკოზის ქვეშ და ექიმების რეკომენდაციით კიდევ ალბათ ერთი-ორი კვირა არ გააღვიძებენ. მიიჩნევენ, რომ ასეა საჭირო. ასევე დამიდასტურეს, რომ ცოტნეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მდგომარეობა არის სტაბილური", – განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ხუთი პირი დააკავა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განესაზღვრა ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს.

რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

სოლოღაშვილმა პროცესზე ბრალი სრულად აღიარა და განაცხადა, რომ გამსახურდია მას შემდეგ დაჭრა, რაც მან უმიზეზოდ დაარტყა. მომხდარ ფაქტს წინ უსწრებდა ურთიერთობების გარკვევა, რომელიც სუფრასთან დაიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0