https://sputnik-georgia.com/20200108/keti-jgenti-kbidan-dagorda-foto-tosha-qeburias-coli-247435888.html
„ვერ დავდიოდი...“ – თოშა ქებურიას ცოლი კიბიდან დაგორდა – ქეთი ჟღენტი ფოტოს აქვეყნებს
„ვერ დავდიოდი...“ – თოშა ქებურიას ცოლი კიბიდან დაგორდა – ქეთი ჟღენტი ფოტოს აქვეყნებს
Sputnik საქართველო
მილიონერი თოშა ქებურიას მეუღლემ, ცნობილმა მოდელმა ქეთი ჟღენტმა Instagram-ის „სთორიში“ ხელმომწერებს უპასუხა და ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ დაზიანდა... 08.01.2020-ს, Sputnik საქართველო
2020-01-08T13:15+0400
2020-01-08T13:15+0400
2021-10-19T17:15+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/91/247019185_0:252:1000:815_1920x0_80_0_0_98f117f40982a013709bf32e552321a1.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2020
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24701/91/247019185_0:159:1000:909_1920x0_80_0_0_a80948d9d0f169679e8a7c6e925e5d30.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საზოგადოება, საქართველო
„ვერ დავდიოდი...“ – თოშა ქებურიას ცოლი კიბიდან დაგორდა – ქეთი ჟღენტი ფოტოს აქვეყნებს
13:15 08.01.2020 (განახლებულია: 17:15 19.10.2021) მილიონერი თოშა ქებურიას მეუღლემ, ცნობილმა მოდელმა ქეთი ჟღენტმა Instagram-ის „სთორიში“ ხელმომწერებს უპასუხა და ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ დაზიანდა კიბიდან დაგორების შემდეგ.
მოდელი ქეთი ჟღენტი კიბიდან დაგორდა და მუხლები დაიზიანა. მოდელმა Instagram-ის „სთორიში“ ფოტო გამოაქვეყნა, სადაც დაზიანებული ადგილები კარგად ჩანს. მოდელი წერს, რომ კიბეზე დაგორების შედეგად ფეხი გადაუბრუნდა და ერთი დღე ვერ დადიოდა.
მილიონერ თოშა ქებურიასა და მოდელ ქეთი ჟღენტს ორი შვილი ჰყავთ. წყვილს მეორე შვილი სექტემბერში შეეძინა. პატარა ბიჭუნა გაგუას კლინიკაში დაიბადა და მშობლებმა მას ბაბუის, ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი დაარქვეს. თოშას და ქეთის ქალიშვილი წინა წელს შეეძინათ, რომელსაც კატერინა დაარქვეს. გოგონა დედის ასლია.
ქეთი ჟღენტს აქტიური ორსულობა ჰქონდა და ის ზაფხულში საფრანგეთშიც იმყოფებოდა. ქებურიამ უმშვენიერეს მოდელს ხელი ორი წლის წინ კანის სანაპიროზე სთხოვა და ისინი მალე დაქორწინდნენ კიდეც.
წყვილმა ქორწილი ორჯერ გადაიხადა. წყვილი საკუთარ ქორწილში ვერტმფრენით მივიდა. რაც შეეხება საქორწინო ტორტს, ასეთი გრანდიოზული ტორტი საქართველოში აქამდე არ დამზადებულა. მისი წონა 400 კგ-ს შეადგენდა, სიმაღლე – 5 მეტრს. საქორწინო ტორტის დამზადებაზე კი 12 დიზაინერი მუშაობდა. ცოტა ხნის წინ ქეთიმ Instagram-ის „სთორიში“ გამოაქვეყნა ფოტო, საიდანაც ცნობილი ხდება, რომ მეუღლემ მას უზარმაზარი თაიგული აჩუქა.