მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

საგანგაშო სტატისტიკა: ჩინური კვების პროდუქტების თითქმის 100% სახიფათოა

CC0 / Pixabay / პროდუქცია ჩინურ სავაჭრო ცენტრში
პროდუქცია ჩინურ სავაჭრო ცენტრში  - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ 800 ტონა გაყინული კონტრაბანდული ხორცის კონფისკაცია მოახდინა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი პარტია ჯერ კიდევ 1970-იან წლებში იყო დამზადებული.

თბილისი, 8 იანვარი – Sputnik. ბევრ ჩვენგანს სმენია ჩინეთიდან შემოტანილი ყალბი საკვების შესახებ, მაგრამ პრობლემა იმაზე გაცილებით ვრცელია, ვიდრე წარმოგვიდგენია, წერს გამოცემა Natural News. 

გამოცემის ცნობით, აღნიშნულის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს მიტჩელ ვაინბერგი, გლობალური ჯაშუშური ქსელის Inscatech-ის დამფუძნებელი, რომლის კომპანიასაც სურსათის მწარმოებლები ხშირად ქირაობენ კვების ინდუსტრიაში თაღლითობის გამოსავლენად.

ვაინბერგის თქმით, კვების პროდუქტების გაყალბების ძირითადი ცენტრი — ჩინეთია.

„ჩინეთში იტყუებიან პრაქტიკულად ყველაფერში, რაც შეიძლება წარმოიდგინოთ“, — განუცხადა ვაინბერგმა საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ს.

ბოლო წლებში ჩინეთი იქცა ინდუსტრიის ყველაზე მასშტაბური სკანდალების ცენტრად. 2008 წელს ქვეყანაში 6 ათასზე მეტი ჩვილი მოიწამლა რძის ფხვნილის გამოყენების შედეგად. მათ უმრავლესობას თირკმლის მწვავე უკმარისობა დაემართა, ზოგი კი დაიღუპა.

ნიორი - Sputnik საქართველო
ყურადღება! ერიდეთ სახიფათო ჩინურ ნიორს — როგორ გამოვიცნოთ იგი

გამოძიებით დადგინდა, რომ ქვეყანაში ბავშვთა პროდუქტების მწარმოებლების ერთი მეხუთედი გაფუჭებულ რძის ფხვნილს ამზადებდა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ადგილობრივმა ჩინოვნიკებმა ამის შესახებ იცოდნენ, თუმცა ხელისუფლებას ერთი თვის დაგვიანებით აცნობეს.

კიდევ ერთი „ჩინური პრობლემა“ — კვების პროდუქტებში აკრძალული მელამინია, რომელსაც ჩინელი მწარმოებლები ხშირად იყენებენ შინაური ცხოველების საკვების დასამზადებლად.

აღნიშნულმა პრობლემამ ამერიკამდეც მიაღწია. აშშ-ში დაახლოებით 1500 კატა და ძაღლი დაიღუპა ჩინური წარმოების საკვების გამოყენების შედეგად.

2013 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ 900-ზე მეტი ადამიანი დააკავა და 20 ათასი ტონა უკანონო ხორცპროდუქტები ამოიღო მას შემდეგ, რაც ვირთხებისა და მელიების ხორცი „ცხვრის ხორცად“ გაიყიდა.

როგორც გაირკვა, ბოროტმოქმედები ვირთხისა და მელიის ხორცს ჟელატინით, საღებავებითა და ნიტრატებით ამუშავებდნენ და მარტივად ასაღებდნენ ცხვრის ხორცად. გარდა ამისა, გაყალბებული იყო საქონლის ხორციც, რომელიც რეალურად იხვის ხორცი იყო და რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით იყიდებოდა. ამასთან, აღნიშნული პროდუქცია გადაჭარბებული რაოდენობით შეიცავდა ნაწლავის ჩხირებს — E. Coli-ს.  

შესაწვავად გამზადებული სტეიკის ნაჭერი - Sputnik საქართველო
თუ ხორცის შეძენას აპირებთ: როგორ ამოვიცნოთ ჯანსაღი პროდუქცია

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. 2015 წელს ჩინეთის ხელისუფლებამ სუპერმარკეტებისა და რესტორნებისთვის განკუთვნილი 800 ტონა გაყინული კონტრაბანდული ხორცის კონფისკაცია მოახდინა. გაირკვა, რომ ერთ-ერთი პარტია ჯერ კიდევ 1970-იან წლებში იყო დამზადებული.

2019 წლის დასაწყისში ჩრდილოეთ ჩინეთში ხელისუფლებამ გაანადგურა დაახლოებით 50-მდე საიდუმლო ქარხანა, რომლებშიც მსოფლიოში პოპულარული ბრენდების ყალბი პროდუქცია მზადდებოდა, ისეთები, როგორებიცაა Nestle და Knorr.

აღმოჩნდა, რომ პროდუქციის საწარმოებლად გამოიყენებოდა დაბინძურებული წყალი, გადამუშავებული სანელებლები და სამრეწველო მარილი. ამასთან, მწარმოებლები პროდუქციას გარეთ, ღია ცის ქვეშ, ნაგვის ურნებთან ახლოს ინახავდნენ.

მსოფლიო მასმედია წერს, რომ ჩინური წარმოების საკვების მოხმარებით საკუთარ ჯანმრთელობას რისკის ქვეშ ვაყენებთ. მაგალითად, CNN-ის ცნობით, 2016 წლის პირველი სამი კვარტლის განმავლობაში ჩინეთის სურსათისა და მედიკამენტების მაკონტროლებელმა ორგანოებმა გაყალბების 500 ათასზე მეტი შემთხვევა დააფიქსირეს.  

ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი იყო თაღლითობის შემთხვევები ისეთ საკვებ პროდუქტებზე, როგორებიცაა: კადმიუმის ბრინჯი, ყალბი კვერცხები, პლასტმასის ბრინჯი, გადამუშავებული კანცეროგენული მცენარეული ზეთი და ღორის ხორცი, რომელიც სიბნელეში ანათებდა.

ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური中国中文ჩინური
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური