ტელეარხ „აჭარის" დირექტორის მოადგილის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

გამოწერა
ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიცია იყვნენ მობილიზებული, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კუთვნილ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ინციდენტი გორი-იგოეთის გზის მონაკვეთზე, სოფელ რენესთან მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს მანქანაში ტელეარხ „აჭარის" დირექტორის მოადგილე ჯემალ გვეტაძე და მისი მძღოლი იმყოფებოდნენ.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიცია იყვნენ მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან ან მომატებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ყველა ახალი ამბავი
0