2013 წლიდან დღემდე ნინო ჩხეიძე და მისი მეუღლე ერთმანეთს საზღვარგარეთ ხვდებიან. შემსრულებლის პროდიუსერი მისი ბიზნესმენი მეუღლე გიორგი კორახაშვილია, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ნინოს გასტროლებს ხელმძღვანელობს. ამჯერად, ოჯახი მონაკოში, კერძოდ მონტე-კარლოში გაერთიანდა. აქ ნინომ თაყვანისმცემლებს ულამაზესი საღამო აჩუქა. ქმართან ხანგრძლივი დაშორების შემდეგ, ფოლკლორის შემსრულებელი ახალი წლის დღეებს ერთ-ერთ ძვირადღირებულ კურორტზე ატარებს.
წლების მანძილზე ნინო ჩხეიძე შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ აქტუალურ და პოპულარულ მომღერლად ითვლება. არტისტის რეპერტუარიდან ერთი სიმღერა მაინც მთელმა ქალაქმა ზეპირად იცის. ცნობილია, რომ ნინო და მისი მეუღლე დროებით ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ქართული ესტრადის ერთ-ერთი პოპულარული მომღერალი გასტროლებით სხვადასხვა ქვეყანას ხშირად სტუმრობს. გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, როგორც ჩანს, ნინო ჩხეიძე კორპორატიულ საღამოებს ამშვენებს. მისი ხმის ტემბრი და დამახასიათებელი ჟღერადობის მუსიკა ბევრ ადამიანს მოსწონს. ამიტომ ნინო ისრაელს, უკრაინას, საბერძნეთსა და ყაზახეთს ხშირად სტუმრობს. ამ ქვეყნების რიგს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფეშენებელური კურორტი შეემატა.
მონაკოში მოგზაურობას და ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს მორიგი ხმაური მოჰყვა. ნინო ჩხეიძის გარშემო უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება. მომღერალმა მის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს რეიტინგულ გადაცემაში ვრცლად უპასუხა და აღნიშნა, რომ ქმართან დაძაბული ურთიეთობა არ ჰქონია, უბრალოდ ბიზნესმენი მეუღლის საქმიანობის გამო, ისინი დროებით კილომენტების დაშორებით ცხოვრობენ.
ნინო ჩხეიძე და მისი ოჯახი საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს. მისი და ქმრის ურთიერთობა განსაკუთრებით 2013 წლის მერე აინტერესებთ, როდესაც წყვილი ერთმანეთს დროებით დაშორდა. ცნობილი ოჯახის თანაცხოვრება მრავალ წელს ითვლის. ნინოს და ბიზნესმენ გიორგი კორახაშვილს უმშვენიერესი ქალიშვილი მარიამი 2002 წელს შეეძინათ, მაშინ, როდესაც მომავალი მომღერალი ჯერ კიდევ ტელე-ჟურნალისტიკის სპეციალობით სწავლობდა. ახლა, დედა-შვილი მამას ერთად სტუმრობენ. აშკარაა, რომ ნინო და მარიამი ძალიან მეგობრობენ. გარდა ამისა, მათ ქმრისა და მამის მონატრება აკავშირებთ.