თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ახალქალაქის მუნიცოპალიტეტის სოფლების - მაჯადიასა და ოლავერდის ტყეში 23 წლის მამაკაცი გაყინული იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
ახალგაზრდა კაცს 6 იანვრის საღამოდან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო პოლიციაც.
თანასოფლელების თქმით, ის სოფელ მაჯადიიდან ტყისკენ ფეხით მიმავალი არაერთხელ უნახავთ, რადგან მისი ახლობლები ტყესთან ახლოს ცხოვრობდნენ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.