ქართულ შოუ-ბიზნესს სკანდალები არ აკლია, მაგრამ ისეთ თამამ აღიარებებს, რაც თიკა ჯამბურიამ გააკეთა ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“, იშვიათად აკეთებენ. თიკა ჯამბურიამ განაცხადა, რომ მის ყოფილ შეყვარებულს, ზუკა ყალიჩავას ღალატის გამო დაშორდა, რომელმაც მეგობართან, მომღერალ ია ტომაშთან უღალატა. მოგვიანებით ფაქტს ია ტომაშიც გამოეხმაურა და ყველაფერი უარყო. თიკა გასულ წელს კიდევ ერთი დიდი სკანდალის ობიექტი გახდა, საკუთარ სახლთან მანქანის დაპარკინგების გამო, სამართალდამცავებმა ის 8 წლის შვილთან ერთად დააკავეს, თუმცა მალევე გაათვისუფლეს.
ამ ზაფხულს პრესა მომღერალ ნინი ბადურაშვილისა და ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის რომანზე ალაპარაკდა. ნინი გიორგის ბავშვობის სიყვარულია, ზაფხულში ისინი ერთად იმყოფებოდნენ ფრანგულ რივიერაზე დასასვენებლად და ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც გიორგის ჰქონდა საფრანგეთში. თბილისში წყვილის რომანზე დიდხანს საუბრობდნენ, თუმცა, ჭორებს გიორგიმ დაუსვა წერტილი და განაცხადა, რომ მას და ბადურაშვილს მხოლოდ მეგობრობა აკავშირებთ.
2019 წლის ერთ-ერთი უდიდესი სკანდალი აღმოჩნდა სარესტორნო წყვილის გიორგი და ლოლა წერეთლების ოჯახის დანგრევა. წყვილს რამდენიმეწლიანი ოჯახი ჰქონდა, თუმცა, მოულოდნელად დაშორდნენ. რა გახდა ამის მიზეზი, უცნობია, თუმცა, ფაქტია, რომ განშორების ინიციატორი გიორგი წერეთელი იყო, რადგან ლოლა წერეთელს ქმართან შერიგების იმედი დიდხანს ჰქონდა.
ისევე როგორც შარშან, 2019 წელსაც შოკში ჩააგდო საზოგადოება მსახიობმა შორენა ბეგაშვილმა. ის ბიზნესმენ ქმარს, ირაკლი ნანაძეს დაშორდა. ბეგაშვილმა მილიონერი 8-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ მიატოვა და იუსტიციის სახლში განქორწინების დოკუმენტსაც მოაწერა ხელი.
2019 წელს გახდა საჯარო ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და მარკეტინგის მენეჯერის, იანა კოკოულინას 6-წლიანი სიყვარულის ამბავი. ბახტაძე საცოლესთან ერთად არსად ჩნდება, თუმცა, წყვილს უკვე ტყუპიც ჰყავს. მათ ანა და გიორგი დაარქვეს.
როდესაც პრემიერ-მინისტრი გახდა, საზოგადოებაში აქტიურად საუბრობდნენ იმაზე, რომ ის ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მომავალი სიძე, გვანცა ივანიშვილის საქმრო იყო, თუმცა ბახტაძემ მაშინ ამ ყველაფერს ჭორი უწოდა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის არც ერთ შვილს არ იცნობდა.
სკანდალური აღმოჩნდა ბერა ივანიშვილის მიერ გაკეთებული სიკეთე. მან გადაწყვიტა და ამაზონის ტყის აღდგენის ფონდში 1.1. მილიონი დოლარი გადარიცხა. ბერას ქველმოქმედება დაუწუნეს და ზოგმა დასცინა კიდეც, თუმცა, ბერა ამ ქმედების გამო, ეკოლოგიური კამპანიის „ტყის ხალხის ელჩის“ ტიტულის მფლობელი გახდა ბრაზილიელებისგან.
„დედამიწის ფილტვებად“ წოდებულ ამაზონის ტყეში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ხანძარი მიმდინარე წლის 6 აგვისტოს გაჩნდა. სულ დაფიქსირდა 70 ათასზე მეტი კერა, რაც 2018 წელთან შედარებით 84%-ით მეტია. 26 აგვისტოს „დიდი შვიდეულის“ წევრებმა ხანძრის ჩასაქრობად 22 მილიონი დოლარი გამოყვეს.
აალების ძირითადი კერები ბრაზილიის ტერიტორიაზე იყო. ხანძრები დაფიქსირდა ბოლივიისა და პერუს ტერიტორიებზეც.
ვარსკვლავებს შორის, რომლებიც ამაზონის ტყეებში გაჩენილ ხანძრებს გამოეხმაურნენ და ფონდში დიდი თანხები გადარიცხეს, არიან ცნობილი მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო და პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდო.