როგორი ამინდი იქნება თბილისში ხუთშაბათს, 9 იანვარს

გამოწერა
დედაქალაქში ღამით ჰაერის ტემპერატურა პლუს 1 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით პლუს 8 გრადუსამდე დათბება

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. დედაქალაქში ხუთშაბათს, 9 იანვარს უპირატესად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში ღამით ჰაერის ტემპერატურა +1 გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით +8 გრადუსამდე დათბება.

ქარი 10–15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, ხოლო დროგამოშვებით შეიძლება 17–22 მეტრამდე გაძლიერდეს.

მზე 08:27 საათზე ამოვა და 17:48 საათზე ჩავა.

ყველა ახალი ამბავი
0