ყველაზე „ზამთრული“: შოვი თოვლის ფესტივალზე გეპატიჟებათ

© Pixabay / Franz26თოვლიანი ტყე
თოვლიანი ტყე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებენ ნათია დუმბაძე და Groovers band−ი, ასევე DJ AKC, იგივე ალექსანდრე კოპალიანი−ჩიქოვანი.

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. კურორტი შოვი 11 იანვარს „თოვლის ფესტივალი 2020−ს“ უმასპინძლებს, რომელიც ზამთრის სპორტის სახეობებისა და გართობის მოყვარულებს მოუყრის თავს, ნათქვამია ღონისძიების Facebook−გვერდზე. 

ზეიმი ყველაზე დიდი პანსიონატის ტერიტორიაზე გაიმართება და დღის 13:00 საათიდან გვიან ღამემდე გასტანს. ღონიძიების პროგრამაში შესულია სხვადასხვა სახის თამაშები როგორც უფროსების, ისე ბავშვებისთვის.

„ჩვენი წამყვანი და ანიმატორები მთელი დღის მანძილზე შემოგვთავაზებენ უამრავ სახალისო აქტოვობას და მათში ყველა ჩვენგანის ჩართულიბა აუცილებელი პირობაა, რათა რაჭაში თქვენი სტუმრობა დაუვიწყარ მოგონებად იქცეს“, — წერენ ორგანიზატორები. 

სტუმრების მუსიკალურ განწყობაზე იზრუნებენ ნათია დუმბაძე და Groovers band−ი, ასევე DJ AKC, იგივე ალექსანდრე კოპალიანი−ჩიქოვანი. ფესტივალის ტრადიციული ფოიერვერკით დასრულდება. 

შოვში „თოვლის ფესტივალი“ წელს მესამედ გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0