„ტამიფლუ“ უფასოდ: ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარების ჯგუფებს ასახელებს

© Sputnik / Alex Shlamovგრიპის ვირუსი
გრიპის ვირუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ უწყება გრიპის ვირუსით დაავადებულთა შესახებ განახლებულ ინფორმაციას დღეს წარმოადგენს.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ორსულები და სოციალურად დაუცველი მოქალაქეები გრიპის სამკურნალო პრეპარატ „ტამიფლუს“ უფასოდ მიიღებენ, იუწყება დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრეს-სამსახური

პაციენტები კლინიკაში - Sputnik საქართველო
გრიპის ვირუსი საქართველოში: როგორია მიმართვიანობა კლინიკებში

უწყების განმარტებით, მედიკამენტის უფასოდ მიღებას ის სოციალურად დაუცველები შეძლებენ, რომლებიც 100 ათას ქულამდე არიან შეფასებული.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ექიმის დანიშნულებით მედიკამენტის მიღება შესაძლებელია საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში, რა დროსაც პაციენტმა აუცილებლად თან უნდა იქონიოს რეცეპტი, პირადობის მოწმობა და ჯანმრთელობის შესახებ ცნობა (№IV-100/ა).

მანამდე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ უწყება გრიპის ვირუსით დაავადებულთა შესახებ განახლებულ ინფორმაციას დღეს წარმოადგენს. მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, სტატისტიკა საგანგაშო არ არის და ქვეყანა ეპიდემიური აფეთქებისგან შორსაა.

გამყრელიძემ განმარტა, რომ საქართველოში ძირითადად B ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომელიც შედარებით მსუბუქია და საშუალო სიმძიმით მიმდინარეობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0