Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნოდარ მელაძე 35 წლის გახდა – ნახეთ რომელ ცნობილებთან ერთად აღნიშნა იუბილე – ფოტოები

© courtesy of Nodar Meladzeნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნოდარ მელაძე, რომელიც განსაკუთრებით აქტუალური მოულოდნელი მამობის შემდეგ გახდა, იუბილარია. ნახეთ ვისთან ერთად აღნიშნა ტელეწამყვანმა იუბილე

„მთავარი არხის“ ჟურნალისტი ნოდარ მელაძე 35 წლის გახდა. იუბილე მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ ცნობილ ბარში აღნიშნა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ სტუმრებმა არაჩვეულებრივი დრო ატარეს და ბევრი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. ჟურნალისტის „ფეისბუქის“ გვერდზე მილოცვები არ წყდება.

ახალი წლის განწყობის შექმნა ნოდარ მელაძემ და თეა ცეცხლაძემ ტყუპებთან ერთად თბილისის სადღესასწაულო მორთულობების დათვალიერებით დაიწყეს. წყვილი რესპუბლიკის მოედანზე ტყუპებთან ერთად იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ტყუპებს განსხვავებული ხასიათი აქვთ – აქედანვე ჩანს, რომ ერთი ზედმეტად აქტიური, მეორე კი მშვიდი იქნება.

ცნობილი ჟურნალისტის ნოდარ მელაძის პატარების ნათლობა რამდენიმე დღის წინ ქალაქგარეთ შედგა. პატარებს ცნობილი ნათლიები ჰყავთ – ისინი თეა ადეიშვილმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სოფო ნიჟარაძემ, ნიკა გვარამიამ, მარიკა ვერულაშვილმა და სხვებმა მონათლეს. ნათლობის ფოტოები Instagram-ზე ნანუკა ჟორჟოლიანმა გამოაქვეყნა.

26 აგვისტოს ნოდარ მელაძემ „ფეისბუქის“ გვერდზე ახალშობილების ფოტო გამოაქვეყნა. მანამდე, „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენების დროს მედიასთან განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დადგა. აღნიშნა, რომ შვილებს ელოდება. სასიხარულო ამბის გაზირების შემდეგ, ერთი კვირის თავზე ნოდარ მელაძის მეუღლეს თეა ცეცხლაძეს პატარა გოგონები გაუჩნდა. პირველი ფოტო ჟურნალისტმა სამშობიაროდანვე გამოაქვეყნა და „მამას გოგოები“ დააწერა.

ნოდარ მელაძის მზრუნველობა და შვილების მიმართ თბილი დამოკიდებულება „მთავარი არხის“ პირველი საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთ სიუჟეტშიც გამოჩნდა. ახალბედა მამა, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, შვილებს დიდ დროს უთმობს. ახალი „მთავარი არხის“ ეთერში გასულ სიუჟეტში ნოდარი ნატატას და თინანოს დიდი სიყვარულით უვლის. „სხვა ცხოვ­რე­ბა, სხვა გან­ცდა, სხვა გრძნო­ბა. დღე­ი­დან ორი შვი­ლის მამა ვარ. ნა­ტა­ტა და თი­ნა­ნო მე­ლა­ძე­ე­ბი და­ი­ბად­ნენ. Tea Tsetskhladze მად­ლო­ბა ამ დღის­თვის“, – დაწერა მე­ლა­ძემ.

პატარა ნატატას და თინანოს ფოტოს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ისევე, როგორც ნოდარის ნებისმიერ ნაბიჯს. ბავშვების სურათებს ჟურნალისტის კოლეგები, მეგობრები და სრულიად უცნობი ადამიანები გამოეხმაურნენ.



ყველა ახალი ამბავი
0