ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება მუდმივად ხვდება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში. მას შემდეგ, რაც ტაბლოიდებმა გაარკვიეს, რომ ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია, ქეთამ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. „მისი დაბადების დღე იყო, რადგან ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.
როგორც ქეთამ აღნიშნა, მან უკვე გაიცნო დენგოვის ოჯახის წევრები და მას მისი ქალიშვილი ოლივიაც გააცნო. ბუნებრივია, მომღერალმა თავი ვერ აარიდა გუფთან დაშორების შესახებ დასმულ კითხვას: „მინდა რომ ბედნიერი იყოს. ის არასტაბილური ადამიანია, მისი სხვადასხვა ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის, ამიტომ გულწრფელად ვუთხარი, რომ დაშორება მინდოდა მასთან და დავშორდი“.
რამდენიმე დღის წინ მომღერალთან ურთიერთობებზე პირველად საჯაროდ ისაუბრა მისმა რჩეულმა, დიპლომატმა ლევ დენგოვმა, რომელიც ლიბიაში დარეგულირების საკითხებში რუსული საკონტაქტო ჯგუფის ხელმძღვანელია. როგორც აღმოჩნდა, წყვილი უკვე რამდენიმე თვეა ერთად ცხოვრობს. „მე და ქეთი ერთად ვცხოვრობთ, ეს მოხდა დაახლოებით ორი თვის წინ, ჯანმრთელად და ბედნიერად ვართ“, – უამბო დენგოვმა РИА Новости-ს. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე ქეთის შესაძლო ორსულობასთან დაკავშირებით მან ასეთი კომენტარი გააკეთა: „სხვა დეტალებზე ჯერჯერობით საუბარი არ მინდა პირადი თუ ეთიკური ხასიათის მოსაზრებების გამო. თუ სიახლეები გვექნება, აუცილებლად გაცნობებთ“.
ახლა კი, როგორც ჩანს, წყვილი რომანტიკულ არდადეგებს საფრანგეთის ალპებში ატარებს. ქეთამ Instagram-ზე „სთორი“ გამოაქვეყნა, სადაც დენგოვის სახე ჩანს.
2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის სავარაუდო რომანს. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა. ჯგუფ A'Studio-ს სოლისტისა და რეპერი გუფის დასრულებული რომანი რამდენიმე თვე იყო საზოგადოების განხილვის საგანი. წყვილის დაშორების მიზეზი ღალატია – რეპერს 18 წლის ეკატერინბურგელ გოგონასთან იანასთან ჰქონდა ურთიერთობა. გუფი ცდილობდა რომანის შესახებ ქეთას არაფერი შეეტყო, თუმცა იანამ მოისურვა, მათი ურთიერთობა ყველასთვის ცნობილი გამხდარიყო და რეპერის დაშანტაჟება დაიწყო. გუფმა იანასთან ურთიერთობა გაწყვიტა, თუმცა ამ ამბის შესახებ ყველამ შეიტყო.