თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. სინოპტიკოსები 7 იანვრისთვის თბილისში მეტწილად მზიან ამინდს პროგნოზირებენ.
შობა დღეს მზე 08:28 საათზე ამოვა.
ჰაერის მინიმალური ტემპერატურა ღამით პლუს 1 გრადუსი იქნება, დღისით კი თერმომეტრის სვეტი მაქსიმუმ პლუს 8 გრადუსამდე აიწევს.
დაუბერავს 1−4მ/წმ სიმძლავრის ქარი.
მზე თბილისში 17:47 საათზე ჩავა.