ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი იწყება

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე
საპემონტო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასული წლის მაისიდან ჭავჭავაძის გამზირზე სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით გზა ეტაპობრივად იკეტება.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე 8 იანვრიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების მესამე ეტაპი იწყება, იუწყება დედაქალაქის მერია.

სამება - Sputnik საქართველო
საშობაო ალილოსთან დაკავშირებით თბილისის ქუჩებზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება

აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა ნაწილობრივ შეიცვლება:

ჭავჭავაძის გამზირის კავსაძის ქუჩიდან ყიფშიძის ქუჩამდე მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, ხოლო თაქთაქიშვილის ქუჩიდან კავსაძის ქუჩამდე მონაკვეთზე ცალმხრივი მოძრაობა დაწესდება.

ვაკის პარკიდან მელიქიშვილის ქუჩას ტრანსპორტი მიშველაძის, აბაშიძისა და პეტრიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდება.

ვარაზისხევიდან ფალიაშვილისა და აბაშიძის ქუჩებზე მოხვედრა კვლავინდებურად შესაძლებელი იქნება ჭავჭავაძის გამზირის ან კეკელიძის ქუჩების მეშვეობით.

ვარაზისხევიდან ვაკის პარკისა და ყიფშიძის ქუჩის მიმართულებით ტრანსპორტი გადაადგილებას ვერ შეძლებს. გმირთა მოედნიდან ვაკის პარკისკენ იგი ამირეჯიბის გზატკეცილისა და თამარაშვილის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

ყიფშიძის ქუჩაზე ტრანსპორტის შესვლა, ასევე ამ ქუჩიდან ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება გალაკტიონის ძეგლის მხრიდან.

თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო
თბილისში შობის ღამეს მეტრო უფასოდ იმუშავებს

ავალიშვილის ქუჩაზე დაწესდება ორმხრივი მოძრაობა. შესაბამისად, ამ ქუჩიდან შესაძლებელი იქნება კავსაძისა და ფალიაშვილის ქუჩების მიმართულებით გადაადგილება.

რამიშვილის ქუჩაზე იმოქმედებს ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმი, ჭავჭავაძის გამზირიდან ამირეჯიბის გზატკეცილის მიმართულებით. აბაშიძისა და ფალიაშვილის ქუჩებიდან რამიშვილის ქუჩასთან დაკავშირება შესაძლებელი იქნება არაყიშვილის ქუჩის გავლით.

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. განსხვავებული მარშრუტით იმოძრავებენ N9, N59, N21, N51, N61, N34, N66, N83, N85, N87, N88, N140 ავტობუსი.

ამასთან, ამოქმედდება ავტობუსის ახალი მარშრუტი. იგი მგზავრებს ბაგებიდან, წყნეთის გზატკეცილის მე-2 კორპუსიდან მეტროს სადგურ „დელისამდე“ დიდი ტევადობის ავტობუსებით მოემსახურება.

ცვლილება შეეხება მიკროავტობუსების მარშუტებს: N4, N15, N32, N44, N73, N126, N128, N131, N137, N170, N171, N195 და N202.

თბილისის მერია ჭავჭავაძის გამზირისთვის სკამების შესყიდვაზე თითქმის 2 მილიონ ლარს დახარჯავს >>

შეგახსენებთ, ჭავჭავაძის გამზირზე სარემონტო სამუშაოები დედაქალაქის მერიამ გასული წლის მაისის ბოლოს დაიწყო.

რემონტის შემდეგ ავტობუსები გამზირის ცენტრში იმოძრავებენ. ინფრასტრუქტურაც შესაბამისად მოეწყობა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფრანგულმა კომპანია Sistra-მ, რომელმაც საგზაო ინფრასტრუქტურის შესწავლის ტენდერში გაიმარჯვა.

ყველა ახალი ამბავი
0