საქართველოს მოქალაქეებისთვის ერაყში ცხელი ხაზი ამოქმედდა

© AP Photo / Khalid Mohammedბაღდადი. ერაყი
ბაღდადი. ერაყი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნეს, რომ ერაყში მცხოვრებ მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე არიან

თბილისი, 5 იანვარი — Sputnik. ერაყში საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ აამოქმედა ცხელი ხაზი ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეებისთვის, იუწყება პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

„ვერ გაბედავენ“ - ირანმა აშშ-ის მუქარებს უპასუხა >>

ქართველ თანამემამულეებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე +962 797 299 799.

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი კონცენტრირებულია ქურთისტანის რეგიონში. უწყების ინფორმაციით, დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

სიტუაციის გამწვავება

სიტუაცია ერაყში მას შემდეგ გამწვავდა, რაც იქ ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანი მოკლეს.

ალი ჰამენეი - Sputnik საქართველო
გენერლის მკვლელობა: ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ზე შურისძიების პირობას დებს

3 იანვრის ღამეს პენტაგონმა დაადასტურა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩაატარა ერაყში ირანელი გენერალი ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის ოპერაცია. სულეიმანი მეთაურობდა ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ქვედანაყოფ „კუდსს“ - ირანულ გასამხედროებულ ფორმირებებს, რომლებსაც აშშ ტერორისტულ ორგანიზაციებს აკუთვნებს. ამერიკული დარტყმების შედეგად დაღუპულთა შორის იყო ასევე ერაყში შიიტური რაზმების მეთაურის მოადგილე აბუ მაჰდი ალ-მუჰანდისი, რომელიც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 31 დეკემბერს ბაღდადში აშშ-ს საელჩოზე მომხდარ თავდასხმაში დაადანაშაულა. ირანის უმაღლესმა სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ სულეიმანის მკვლელობისთვის შურისძიების პირობა დადო.

ამასთან დაკავშირებით უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები იქნა მიღებული ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში. სპეციალური ზომები იქნა მიღებული ასევე ეროვნული პარკების პოლიციის მიერ, რომელიც აშშ-ის ამ სამ უმთავრეს ქალაქში მდებარე ნაკრძალებისა და უამრავი ისტორიული ობიექტის, მათ შორის თავისუფლების ქანდაკებებისა და არლინგტონის სასაფლაოს დაცვაზეა პასუხისმგებელი.

ამავე დროს, აშშ-ს შინაგანი უსაფრთხოების სამინისტრომ განაცხადა, რომ მას შესაძლო საფრთხეების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0