საგარეო საქმეთა სამინისტრო: ერაყში მცხოვრებ ქართველებს საფრთხე არ ემუქრებათ

© photo: Sputnik / Stringerსაგარეო საქმეთა სამინისტრო
საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქალაქებში დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში მოქალაქეთა ინფორმაციით ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

თბილისი, 5 იანვარი - Sputnik. იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა ერაყში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან, რომელთა დიდი ნაწილიც კონცენტრირებულია ქურთისტანის რეგიონში, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

აშშ-ის პოლიციის თანამშრომლები - Sputnik საქართველო
ნიუ-იორკში, ვაშინგტონსა და სან-ფრანცისკოში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით და მოქალაქეთა ინფორმაციით, ქალაქებში დუჰუკში, ერბილსა და სულეიმანიაში ვითარება მშვიდია და მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

3 იანვარს, გამთენიისას ბაღდადში ირანელი გენერალი სულეიმანი მოკლეს. ის დაიღუპა სარაკეტო დაბომბვის შედეგად, რომელიც ამერიკულმა ავიაციამ ერაყში აშშ-ის საელჩოს ბლოკირების პასუხად განახორციელა და რომლის ორგანიზებაშიც ვაშინგტონმა ირანი დაადანაშაულა. სულეიმანი უცხოეთში ირანის შეიარაღებულ ოპერაციებზე პასუხისმგებელი და ისლამური რესპუბლიკის ძალაუფლების იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი იყო.

გენერლის მკვლელობა: ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ზე შურისძიების პირობას დებს >>

3 იანვარს თეირანში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, რათა აშშ-ის მოქმედებები დაეგმო და სულეიმანის მკვლელობა ეგლოვა.

თეირანში არაერთხელ განაცხადეს, რომ „აშშ-ის მიერ მაღალჩინოსანი ირანელი გენერლის ლიკვიდაციის გამო, ირანი ამერიკელებზე შურს იძიებს“.

მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმაც. დონალდ ტრამპი ირანს 52 სამიზნეზე იერიშით დაემუქრა. მათ შორის მოხვდა კულტურული ძეგლებიც.


ყველა ახალი ამბავი
0