Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ავად გახდა ია რომ ვერ ნახა“ - მიხეილ სააკაშვილი ია ფარულავაზე იყო შეყვარებული?

© Ia parulavaია ფარულავა
ია ფარულავა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ია ფარულავას შესახებ უცნობი ისტორია მოისმინა მაყურებელმა. აღმოჩნდა, რომ ია ფარულავას თაყვანისცმემლებს შორის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ყოფილა

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ წამყვანი ია ფარულავა იმყოფებოდა სტუმრად, სადაც მისმა ბავშვობის მეგობარმა და კლასელმა მასთან დაკავშირებით უცნობი ისტორია გაიხსენა. აღმოჩნდა, რომ ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ერთი პერიოდი იას კლასელი იყო და მეტიც, მასზე შეყვარებულიც კი ყოფილა.

 ია ფარულავას კლასელი იხსენებს, რომ ერთხელ მიხეილ სააკაშვილი ავადაც კი გახდა იმის გამო, რომ ია რაღაც პერიოდი სკოლაში არ დადიოდა. როგორი გაგრძელება ჰქონდა მათ ამბავს, ამაზე ტელეწამყვანმა საუბარი არ ისურვა.

ია ფარულავა სამჯერ იყო გათხოვილი. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი იყო და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ.

2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი. ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარი დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0