Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„სასწაული გოგო ხარ...“ - თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილს ელოდება - მომღერალი ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Tamara Milanova / FBთაკო გაჩეჩილაძე და ბორის მილანოვი
თაკო გაჩეჩილაძე და ბორის მილანოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მომხიბლავი თაკო სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. თაყვანისმცემლები არტისტის დაოჯახებას მოთმინებით ელოდნენ. ახალბედა ოჯახში უკვე მატებაცაა. თაკო გაჩეჩილაძე-მილანოვას შვილი სოციალურ ქსელში აღფრთოვანებას იწვევს

მომღერალი თაკო გაჩეჩილაძე მეორე შვილს ელოდება. მომღერალმა Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი ორსულობა ჩანს. ერთ-ერთი მეგობრის კითხვას უპასუხა, რომელმაც ჰკითხა, ეს ძველი ფოტო იყო თუ ახლანდელი. მომღერლის ფრაზას, რომ მეორეს ელოდება, მეგობარმა, სალომე მგელაძემ კი უპასუხა: „ხელები ამიწევია, მაგარი გოგო ხარ…“

თაკო გაჩეჩილაძე ცნობილი ქართველი მუსიკოსია. ხელოვანთა ოჯახში გაზრდილ გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ და ასეც მოხდა... თაკომ უცხოეთის სცენები არაერთხელ დაიპყრო. წლების მანძილზე მისი სოლო კარიერა სულ უფრო და უფრო ვითარდებოდა და იხვეწებოდა. 2017 წელს საქართველოში „ევროვიზიის“ შესარჩევ ტურზე თაკო დიდი უპირატესობით წარდგა მაყურებლის წინაშე. თაყვანისმცემლები მისი შემოქმედების მიმართ განსაკუთრებულ სიყვარულს გამოხატავდნენ. სახასიათო ხმის ტემბრის მქონე შემსრულებელი კიევში ჩატარებულ „ევროვიზიაზე“ გაემგზავრა. კონკურსზე ქართველი კონკურსანტი გამოვიდა სიმღერით Keep the Faith. თუმცა გაჩეჩილაძე 10 ფინალისტს შორის ვერ მოხვდა და კონკურსს ნაადრევად გამოეთიშა. მიუხედავად ამისა დიდი ყურადღება მიიქცია. სამაგიეროდ, ევროპაში ჩატარებულმა კონკურსმა ცხოვრების მეგზური აპოვნინა. თაკო სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა. მისი რჩული მუსიკოსი და კომპოზიტორი ბორის მილანოვია. წყვილს ერთი ქალიშვილი ჰყავს. პატარა გოგონას მოსიყვარულე მშობლებმა გაბრიელა დაარქვეს. გაბრიელა 21 იანვარს დაიბადა.

თაკო ცნობილი ქართული ჟურნალის სტუმარიც გახდა. დედა-შვილის ფოტოსესიამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მათ სურათებს ცნობილი და უცნობი ადამიანები გამოეხმაურნენ. ყველა აღნიშნავს, რომ პატარა გაბრიელა მამას ძალიან ჰგავს. სოციალურ ქსელში თაკოს და გაბრიელას განხილვა არ წყდება.

ყველა ახალი ამბავი
0