მთაწმინდაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

© Sputnik / Alexander Imedashviliმეხანძრეები შემთხვევის ადგილზე
მეხანძრეები შემთხვევის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება შეძლეს და მეზობელ სახლებზე გავრცელების საშუალება არ მისცეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. ძველ თბილისში, მთაწმინდაზე ვეძინის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook-გვერდზე.

სამსახურის მონაცემებით, ცეცხლი სასხვენო გადახურვებს გაუჩნდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავდა.

ადგილზე მომუშავე 9 სახანძრო ბრიგადამ შეძლო ცეცხლის ლოკალიზება, მეზობელ სახლებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არის.

ხანძრის გამომწვევი მიზეზები დგინდება.

ყველა ახალი ამბავი
0