მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ზალკალიანი: შეშფოთებულნი ვართ ძალადობით ერაყში

© photo: press-service of the Ministry of Foreign Affairs of Georgiaდავით ზალკალიანი
დავით ზალკალიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერაყის მოსახლეობამ სამშაბათს აშშ–ის საელჩოსთან საპროტესტო აქციები დაიწყო და მთავარი კარის შტურმით აღებას შეეცადა. ამის საპასუხოდ მათ წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენეს

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა კომენტარი გააკეთა ერაყში მომხდარ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ბაღდადში ძალადობის გამო შეშფოთებულია.

ბაღდადში აშშ–ის დიპლომატიური კორპუსი სამშაბათს საპროტესტო აქციის მონაწილეებმა დაარბიეს. ერაყელები აღაშფოთა ამერიკულმა ავიაშეტევამ, რომლის შედეგად ლიკვიდირებული იყო შიიტური ფორმირების „ქათაიბ ჰესბოლას“ 25 მებრძოლი.

ალი ჰამენეი - Sputnik საქართველო
გენერლის მკვლელობა: ირანის სულიერი ლიდერი აშშ-ზე შურისძიების პირობას დებს

„შეშფოთებულნი ვართ ერაყში ესკალაციითა და ძალადობით. ვგმობთ ბაღდადში აშშ-ის საელჩოზე ბოლოდროინდელ თავდასხმას. დიპლომატიური მისიების უსაფრთხოება და დაცვა ვენის კონვენციის შესაბამისად უნდა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ზალკალიანმა, იუწყება პირველი არხი.

საპროტესტო აქციები აშშ–ის საელჩოსთან ამერიკული უპილოტო საფრენების მიერ განხორციელებული შეტევების შედეგად „ქათაიბ ჰესბოლას“ დაღუპული წევრების დასაფლავების შემდეგ დაიწყო. მიტინგი ოთხშაბათს გაგრძელდა. ამერიკელმა სამხედროებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი.

აშშ–ში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ შეტევის გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ერაყულ ბაზებზე „ქათაიბ ჰესბოლა“ შეტევებს განაგრძობს. პენტაგონში განმარტეს, რომ ეს იყო პასუხი ერაყში განთავსებულ ბაზებზე თავდასხმებზე, რა დროსაც დაიღუპა აშშ-ის ერთი მოქალაქე და დაიჭრა ოთხი ამერიკელი სამხედრო. გარდა ამისა, ვაშინგტონმა თეირანი „ჰესბოლას“ დაფინანსებაში დაადანაშაულა.

ყველა ახალი ამბავი
0