ქუთაისში ახალგაზრდა ქალი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / Alex Shlamovსასწარფო სამედიცინო დახმარება
სასწარფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 წლის გოგონა ნაქირავებ ბინაში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ინტოქსიკაციით გარდაიცვალა

თბილისი, 3 იანვარი – Sputnik. ქუთაისში, საცხოვრებელ ბინაში 21 წლის ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

სასწრაფო სამედიცინო დახმარება - Sputnik საქართველო
საცხობში გაზის გაჟონვის გამო გურჯაანში მამა–შვილი მძიმე მდგომარეობაშია

ახალგაზრდა, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ნამწვით ინტოქსიკაციით გარდაიცვალა.

გარდაცვლილს, გავრცელებული ინფორმაციით, ბინა დაქირავებული ჰქონდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების ტექნიკის ან შრომის დაცვის სხვა წესის დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ყველა ახალი ამბავი
0