საქართველოს კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა ერთი თვით გადაიდო

© photo: Sputnik / Stringerკულტურის სამინისტრო
კულტურის სამინისტრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
კულტურის ეროვნული ფონდი ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზების კუთხით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერესებს გაატარებს

თბილისი, 3 იანვარი — Sputnik.  საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი გახარიას განკარგულებით კულტურის ეროვნული ფონდის შექმნა ერთი თვით, 1 თებერვლამდე გადაიდო, განუცხადეს „Sputnik საქართველოს“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. 

ფილარმონია - Sputnik საქართველო
კულტურის სფეროში ფუნდამენტური რეფორმა იწყება

თარიღის გადატანის მიზეზი დამატებითი სამუშაოები გახდა, რომელთა დასრულებაც დათქმულ დრომდე – 1 იანვრამდე ვერ მოესწრო.

კულტურის ეროვნული ფონდი ხელოვნების განვითარებისა და მისი პოპულარიზების კუთხით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინტერესებს გაატარებს, გაანაწილებს გრანტებს კულტურულ პროექტებზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ფონდს ექნება საჯარო ფინანსირების მოდელი, რომელიც აპრობირებულია ევროპისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში.

კულტურის ეროვნული ფონდი უზრუნველყოფს კულტურის თანასწორ ხელმისაწვდომობას საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით, მაღალმთიანი სოფლების, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიების მოსახლეობის, შშმ პირებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის.

ახალი ფონდის დირექტორად დაინიშნა ლიტერატურათმცოდნე, ავტორი, საერთაშორისო საგრანტო პროექტების ხელმძღვანელი და შემსრულებელი ირმა რატიანი. ფონდის ბიუჯეტი 50 მლნ ლარი იქნება.

ყველა ახალი ამბავი
0