თბილისი, 3 იანვარი — Sputnik. ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი მამა-შვილი გურჯაანის საავადმყოფოდან თბილისში გადმოიყვანეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
შემთხვევა სოფელ გურჯაანის ერთ-ერთ თონეში, სადაც 60 და 35 წლის მამაკაცები მუშაობდნენ, დღეს დილით მოხდა. ისინი უგონო მდგომარეობაში თანამშრომელმა ნახა.
როგორც კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ აცხადებენ, მამა-შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ორივე მათგანი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.