Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გამობერილი მუცლით იღებს ფოტოებს...“-ხატია სიჭინავა რამაზ ნოზაძის სახალისო ფოტოს აქვეყნებს

© courtesy of Khatia Sichinavaრამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში
რამაზ ნოზაძე და ხატია სიჭინავა საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე სამი შვილის მშობლები არიან. ხატიას და რამაზს ჰყავთ სამი ქალიშვილი, რომელთა აღზრდაშიც ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს. წყვილის ოჯახში სასიამოვნო სიახლეა – ისინი მეოთხე შვილს ელოდებიან. ხატია საკუთარი ორსულობის ამბავს დიდხანს არ ამხელდა, თუმცა ახლა სოციალურ ქსელებში მუცელს აღარ მალავს.

წყვილი, სავარაუდოდ, ვაჟს ელოდება. ცოტა ხნის წინ ყოფილმა ტელეწამყვანმა „ინსტაგრამის“ გვერდზე მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. როგორც ჩანს, რამაზ ნოზაძე მეუღლეს სოლიდარობას უწევს და ამიტომ იღებს ფოტოებს გამობერილი მუცლით. ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან. რამდენიმე წლის წინ, სანამ სიჭინავას დედამთილი „ფეისბუქის“ სწორად გამოყენებას ისწავლიდა, გაირკვა, რომ ჟურნალისტს დედამთილთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა. ამ ამბავს დიდი ხნის მანძილზე განიხილავდა სრულიად ინტერნეტ-სივრცე და აღარც ხატიას დაუმალავს წყენა. თუმცა ბოლოს რამაზ ნოზაძის დედას შეურიგდა და ახლა გადასარევი ურთიერთობა აქვთ, იმდენად, რომ რძალ-დედამთილი სერიალებსაც ერთად უყურებს.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი. ხატიასა და რამაზს ახლა სამი შვილი ჰყავთ და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.

ყველა ახალი ამბავი
0