თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. 2020 წლის პირველი ახალშობილი აჭარაში 00:01 სთ-ზე ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში დაიბადა, იუწყება აჭარის ტელევიზია.
ახალშობილი ვაჟი, საბა ჭელიძეა. ერთი წუთის შემდეგ, 00:02 წუთზე დაიბადა გოგონა, ლილე კახიძე, ის ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოევლინა ქვეყანას.
ტელეკომპანია Imedi–ს ცნობით, თბილისში წლის პირველი ახალშობილი 5 საათზე დავით გაგუას კლინიკაში დაიბადა. მას დანიელი დაარქვეს. ის ცნობილი მომღერლის მარიკო ებრალიძის შვილია.
ამ კლინიკაში ახალი წლის ღამეს კიდევ ხუთი პატარა გაჩნდა. ახალშობილები პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ მოინახულა.
ახალი წლის ღამეს დაბადებული პატარები და მათი დედიკოები თავს კარგად გრძნობენ.