გარდაიცვალა ცნობილი მსახიობი ვანო გოგიტიძე

© photo: courtesy of Rustaveli Theatre რუსთაველის თეატრის მსახიობი ვანო გოგიტიძე
რუსთაველის თეატრის მსახიობი ვანო გოგიტიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ადმინისტრაციის ცნობით, ვანო გოგიტიძე თითქმის ორმოცდაათი წელი იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. მსახიობი 67 წლის იყო

თბილისი, 2 იანვარი - Sputnik. რუსთაველის თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი ივანე (ვანო) გოგიტიძე გარდაიცვალა, ნათქვამია რუსთაველის თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადმინისტრაციის ცნობით, ვანო გოგიტიძე თითქმის ორმოცდაათი წელი იყო რუსთაველის თეატრის მსახიობი. მსახიობი 67 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ვანო გოგიტიძე რუსთაველის თეატრის ტრიუმფის უშუალო მონაწილეა. რუსთაველის თეატრის დასი დიდი გულისტკივილით ეთხოვება ვანო გოგიტიძეს, მისი ხსოვნა მარად იცოცხლებს ჩვენს გულებში“, - ნათქვამია თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რუსთაველის თეატრის სცენაზე მან უამრავი როლი შეასრულა - კოტე („ხანუმა“), ტატიშჩევი („ივანე მრისხანეს სიკვდილი“), პარისი („რომეო და ჯულიეტა“), ჯიმი („დაკრძალვა კალიფორნიაში“), ამერიკელი ჯარისკაცი („ას ერგასის დღე“), რაშიდა ( „მეშვიდე ცა“), რეგვენი, იოსები („კავკასიური ცარცის წრე“), კოსტა („თავისუფალი თემა“), კორნუოლი („მეფე ლირი“), დევინსონი („მარიამ სტიუარტი“), მეთორმეტი მსაჯული („თორმეტი განრისხებული მამაკაცი“) და სხვ.

 

ყველა ახალი ამბავი
0