Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი ძალიან შეიცვალა - ცოტნე ივანიშვილი ოჯახის ფოტოს აქვეყნებს

© photo: courtesy of MARSHALPRESSუტა და ბერა ივანიშვილები კახი კალაძესთან ერთად
უტა და ბერა ივანიშვილები კახი კალაძესთან ერთად - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსოფლიოში ცნობილი მილიარდერები და მათი ოჯახის წევრები საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოველთვის ექცევიან, გამონაკლისი არც საქართველოა

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცნობილ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს და მის მეუღლეს, ეკატერინე ხვედელიძეს ოთხი შვილი ჰყავთ: უტა, ბერა, გვანცა და ცოტნე ივანიშვილები. ბიძინა ივანიშვილსა და ეკატერინე ხვედელიძეს დაქორწინების შემდეგ ვაჟი შეეძინათ, რომელსაც უტა დაარქვეს. ის ამჟამად დაახლოებით 26 წლისაა და საფრანგეთში ცხოვრობს. ივანიშვილის უფროსი შვილი 2015 წელს „ქართუ ბანკის“ მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში იყო დაფიქსირებული, როგორც კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი.

2011 წელს, ჟურნალისტ ია ანთაძისთვის მიცემულ ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილი ამბობდა, რომ მის ოთხივე შვილს „აბსოლუტური სმენა აქვს და სხვადასხვა ინსტრუმენტზე უკვრავს. უტას კი შეეძლო მუსიკოსობა, მაგრამ არ მოინდომა, უნივერსიტეტში სწავლობს, საფრანგეთში“. უტა ივანიშვილის მუსიკალურ მონაცემებზე არამხოლოდ მამამისი, არამედ ანსამბლ „ქართული ხმების“ წევრი, დავით აბესაძეც საუბრობდა. მისი თქმით, უტა „ძალიან კარგი მოსაუბრე და განათლებული ბიჭია. ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით კი ფილოსოფიური წიგნები მოსწონს. სპორტის რომელიმე სახეობაში სერიოზულად თუ ვარჯიშობს, არ ვიცი, მაგრამ მინახავს, სიამოვნებით, რომ უყურებს ფეხბურთს, რაგბის და ძალიან კარგად ცურავს“.

უტა ივანიშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდსა და მომდევნო წლებშიც აქტიურობდა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებოდა. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს, "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ისიც განაცხადა, რომ თავად საქართველოდან წასვლას აპირებდა და მისი მიზანი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა არ ყოფილა, თუმცა ივანიშვილის თქმით, უფროსმა ვაჟმა მას უთხრა, "თუ შენ არ წახვალ პოლიტიკაში, მაშინ მე წავალო. მე და ჩემმა მეუღლემ იმას მივაღწიეთ, რომ ჩვენი შვილები, რომლებიც საფრანგეთში გაიზარდნენ, ჩვენზე უფრო დიდი პატრიოტები და ჩვენზე კარგი ქართველები არიან. უტას სიტყვები ბოლო წვეთი იყო, რამაც ყველაფერი გადაწონა და ყველაფერს ადგილი მიუჩინა," - განმარტავდა ბიძინა ივანიშვილი და მის პოლიტიკაში მოსვლის ერთ-ერთ მიზეზად, სწორედ უფროსი ვაჟის ზეგავლენას ასახელებდა.

რაც შეეხება მილიარდერის მეორე ვაჟს, ბერა ივანიშვილს, ის 1994 წლის 23 დეკემბერს დაიბადა და მუსიკალურ საქმიანობას ეწევა. ბერა მომღერალი, მუსიკოსი და კომპოზიტორია. მუსიკალურ კარიერასთან ერთად, ბერა ივანიშვილი ტელეკომპანია GDS-ის მფლობელიც იყო, თუმცა 2017 წლის 1 თებერვალს ტელევიზია "იმედი ჰოლდინგს" მიჰყიდა, შედეგად GDS-ის 100%-იანი წილის მფლობელი ამჟამად, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი, ინა გუდავაძეა. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ქალიშვილს, გვანცას, ის 21 წლისაა და მისი განათლებისა და საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება , თუმცა გვანცა სოციალურ ქსელ Facebook-ში ფოტოებს აქტიურად ავრცელებს-ხოლმე, როგორც ოჯახთან, ისე მეგობრებთან ერთად.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკა ტერინე ხვედელიძის უმცროსი ვაჟი, ცოტნე 13 წლისაა. ის საზოგადოებას როგორც "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიიდან, ისე სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან და ვიდეოებიდანაც დაამახსოვრდა. ცოტა ხნის წინ ცოტნემ „ინსტაგრამზე“ ოჯახთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც უტა ივანიშვილიცაა. ახალგაზრდა კაცი ვიზუალურად ძალიან შეცვლილია და შესანიშნავად გამოიყურება. ბიძინა ივანიშვილის გარემოცვა მუდმივად აღნიშნავს, რომ მილიარდერს საკუთარ თავსა და ოჯახზე საუბარი არ უყვარს და მედიასთან პირად ცხოვრებაზე კომენტარებს იშვიათად აკეთებს.

ყველა ახალი ამბავი
0