მამუკა გორგოძე ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

© Sputnik / Alexander Imedashviliმამუკა გორგოძე
მამუკა გორგოძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„გორგოძილასთან“  ერთად საბოლოო სიაში მოხვდა ავსტრალიის სამი, სამხრეთაფრიკის ორი, ცხრა კი ახალი ზელანდიის წარმომადგენელი.

თბილისი, 2 იანვარი – Sputnik.  საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი მამუკა გორგოძე ათწლეულის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, ნათქვამია ავსტრალიის რაგბის ფედერაციის ვებგვერდზე. 

მამუკა გორგოძე ქომაგებთან ერთად - Sputnik საქართველო
ლეგენდარული მამუკა გორგოძე მსოფლიო-2019-ის წინ ნაკრებში ბრუნდება

ათწლეულის სიმბოლური ნაკრები გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით შედგა, რომელიც ავსტრალიის რაგბის ფედერაციამ საკუთარ ვებ–გვერდზე ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეთა 72%–მა მიიჩნია, რომ ბოლო დეკადაში 8 ნომრის პოზიციაზე გორგოძეზე უკეთესი არავინ იყო.

აღსანიშნავია, რომ მამუკა გორგოძე ერთადერთი ევროპელია, რომელიც ნაკრებში მოხვდა. „გორგოძილასთან“  ერთად საბოლოო სიაში მოხვდა სამი ავსტრალიის, ორი სამხრეთ აფრიკის, ცხრა კი ახალი ზელანდიის წარმომადგენელი.

2017 წელს გორგოძემ საქართველოს ნაკრები დატოვა, თუმცა იაპონიაში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ  საწვრთნელო შტაბმა 35 წლის ვეტერანის ეროვნულ გუნდში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. „ამომავალი მზის“ ქვეყანაში მსოფლიო თასი გორგოძისთვის მეოთზე გახდა. ტურნირის შედეგებით, რომელშიც საქართველომ სამი მატჩი წააგო და ერთი მოიგო, „გორგოძილა“ გუნდის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მამუკა გორგოძემ 71 მატჩი ჩაატარა და 125 ქულა მოიპოვა.

ყველა ახალი ამბავი
0