თბილისი, 1 იანვარი — Sputnik. რომის პაპმა ფრანცისკმა, რომის წმიდა პეტრეს მოედანზე მორწმუნეებთან შეხვედრისას, ქალს რამდენჯერმა ჩაარტყა ხელი ხელში. ინციდენტის ვიდეო CBS News−მა გამოაქვეყნა.
კადრებში ჩანს, როგორ სტაცა ერთ−ერთმა ქალმა პაპს ხელი და თავისკენ მოქაჩა, როდესაც ის ხალხს ახალ წელს ულოცავდა.
NOPE FROM THE POPE: While greeting people in St. Peter's Square on New Year's Eve, Pope Francis had to pull himself away from a woman who grabbed his hand and yanked him toward her. https://t.co/umkpOnbbX6 pic.twitter.com/0XzxtWTMUd
— CBS News (@CBSNews) December 31, 2019
პონტიფიკოსმა სცადა, გამოეთავისუფლებინა ხელი, მაგრამ ქალს ის მაგრად ჰყავდა ჩაბღუჯული და მაშინ პაპმა რამდენჯერმა ჩაარტყა მას ხელებში. ინციდენტში კი სასწრაფოდ ჩაერთო ფრანცისკის დაცვა.