ცნობილია, ვინ წარადგენს საქართველოს „ევროვიზია 2020"–ზე

© photo: Georgian Idol / FBთორნიკე ყიფიანი
თორნიკე ყიფიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ამჟამინდელ წარმომადგენელს უდავოდ აქვს ნიჭი, ვოკალური მონაცემები და ორიგინალური გარეგნობა

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოს „ევროვიზია 2020“–ზე თორნიკე ყიფიანი წარადგენს –სწორედ ის გახდა მუსიკალური პროექტის „საქართველოს ვარსკვლავი“ გამარჯვებული.

ყიფიანი 65–ე სასიმღერო კონკურსში მონაწილეობისთვის ნიდერლანდებში გაემგზავრება. სწორედ აქ გაიმართება „ევროვიზია 2020“ 2019 წელს დუნკან ლოურენსის გამარჯვების წყალობით.

ფილარმონიის დარბაზში „საქართველოს ვარსკვლავის" ფინალურ შოუში თორნიკე ყიფიანმა შეასრულა სიმღერა Alice In Chains – Love, Hate, Love.

თორნიკესთან ერთად პროექტის ფინალისტები იყვნენ ბარბარე სამხარაძე, თამარ კაკალაშვილი და მარიამ გოგიბერიძე. ყველა კონკურსანტმა მიიღო საჩუქარი პროექტის სპონსორებისგან, მათ შორისაა საფრანგეთში ვოკალის შესწავლა.

თორნიკე ყიფიანისთვის ეს მეორე გამარჯვებაა. 2016 წელს მან გაიმარჯვა პროექტში X-Factor. ამ პროექტის შემდეგ ის განსაკუთრებით შეუყვარდა ქართველ მაყურებელს. „საქართველოს ვარსკვლავის“ მიმდინარეობისას ის, პრაქტიკულად, ყველა ეთერის ვარსკვლავი იყო.

ყიფიანი პროფესიით არქიტექტორია. ბავშვობაში ვიოლინოზე უკრავდა, შემდეგ კი გიტარამ გაიტაცა.

„ევროვიზია 2020“–ის ნახევარფინალები 12 და 14 მაისს, ხოლო ფინალი 16 მაისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0