თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ახალი წელი ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად აღნიშნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის პირად შემადგენლობას ახალი წელი მიულოცა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2020 წელი ჯარისკაცებზე ზრუნვის წელი იქნება, რაც მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებასა და ღირსეული პირობების შექმნას ისახავს მიზნად.
ვაზიანში ახალი წლის აღნიშვნამდე თავდაცვის მინისტრი საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე მყოფ ჯარისკაცებს მოულოდნელად ესტუმრა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.