თალაკვაძე: მადლობას გიხდით ყველას, ვინც იცავდით სამშობლოს

© photo: Archil Talakvadze / FBПредседатель парламента Грузии Арчил Талаквадзе
Председатель парламента Грузии Арчил Талаквадзе - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს და მადლობას უხდის სხვადასხვა პროფესიის წამომადგენლებს.
თალაკვაძე: მადლობას გიხდით ყველას, ვინც იცავდით სამშობლოს

„გასული წლის განმავლობაში ჩვენ ერთად, ბევრი რამის გაკეთება შევძელით! მადლობას გიხდით ყველას, ვინც იცავდით სამშობლოს; ვინც იცავდით ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას; ვინც ასწავლიდით ბავშვებს; მადლობა ყველას, ვინც ქვეყანა ასახელეთ და საქართველოს სახელით გაიმარჯვეთ; მადლობა საჯარო მოხელეებს, ვინც პროფესიონალურად ემსახურეთ თანამოქალაქეებს; მეწარმეებს და ბიზნესმენებს, ვინც ქმნიდით დოვლათს; მადლობა ვინც აშენებდით; მადლობა ვინც ღირსეულად წარმოადგინეთ საქართველო ქვეყნის გარეთ; ვინც ობიექტურად აშუქებდით მოვლენებს; მადლობა ვინც შეინახეთ და გაამდიდრეთ კულტურა, ხელოვნება და მეცნიერება; ვინც იცავდით გარემოს და დარგეთ ერთი ნერგი მაინც; მადლობა ქველმოქმედებისთვის; მადლობა ვინც რწმენითა და ლოცვით აძლიერებდით ჩვენს სამშობლოს“, -ამბობს თალაკვაძე.

პარლამენტის თავმჯდომარე ყველას მოუწოდებს, ერთმანეთს მოუსმინონ  და მივაღწიონ მეტ თანხმობას საქართველოს საკეთილდღეოდ. 

ყველა ახალი ამბავი
0