ოპოზიციონერები ახალ წელს პარლამენტის წინ შეხვდებიან

© Sputnik / Shota Nozadzeსაქართველოს პარლამენტის წინ პოლიციამ აქტივისტების კარვები აიღო
საქართველოს პარლამენტის წინ პოლიციამ აქტივისტების კარვები აიღო

 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის წინ სპონტანური აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების კარვები აიღო.

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები ახალი წლის შეხვედრას საქართველოს პარლამენტის წინ გეგმავენ.

პოლიციამ ღამით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ სამოქალაქო აქტივისტების კარვები აიღო, რომლებიც ნოემბრის შუა რიცხვებიდან ქვეყნის საარჩევნო სისტემის შეცვლას მოითხოვენ. ამჟამად ამ ადგილზე საბავშვო ატრაქციონები დგას.

© Sputnik / Shota Nozadzeპარალმენტის წინ კარვები აიღეს და მათ ნაცვლად ატრაქციონები დადგეს
ოპოზიციონერები ახალ წელს პარლამენტის წინ შეხვდებიან - Sputnik საქართველო
პარალმენტის წინ კარვები აიღეს და მათ ნაცვლად ატრაქციონები დადგეს

მოძრაობა „შეცვალეს“ აქტივისტის ნიკა ნოზაძის განცხადებით, სამოქალაქო აქტივისტები ახალ წელს პარლამენტის წინ შეხვდებიან, მაგრამ დეტალების შესახებ ისინი დღის განმავლობაში ისაუბრებენ.

ხელისუფლებამ კარვები აიღო, რათა იქ საბავშვო ატრაქციონები დაამონტაჟოს - Sputnik საქართველო
პოლიციასთან დაპირისპირება და ატრაქციონები – პარლამენტთან კვლავ ხმაური იყო

„ნამდვილად ვაპირებ, რომ აქ შევხვდე ახალ წელს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ.

მისი თქმით, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წელია.

პარლამენტის წინ კარვების აღების დროს პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, ცხრა ადამიანია დაკავებული.

როგორც ტელეკომპანია „მთავარი არხი“ აცხადებს, აქტივისტები დღისით პარლამენტის წინ შეშისგან ნაძვის ხის დადგმას აპირებდნენ, მაგრამ მათი გეგმები ჩაიშალა.

ყველა ახალი ამბავი
0