ახალი წლის ღამეს თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

გამოწერა
31 დეკემბრის ღამეს თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს 160 ერთეულამდე ავტობუსი, მეტრო და საბაგირო უფასოდ მოემსახურება.

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. თბილისის მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება. 

31 დეკემბრის ღამეს დედაქალაქში 75 მარშრუტზე 160 ერთეულამდე ავტობუსი, ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს.

საშობაო სოფელი - Sputnik საქართველო
თბილისის მერი ახალი წლის შესახვედრად ყველას პირველი რესპუბლიკის მოედანზე იწვევს

საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს გადაიყვანს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე მეტროს სადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე.

გარდა ამისა, თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს უფასოდ მოემსახურება საბაგირო „რიყე–ნარიყალა“.

უფრო ადრე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ტრანსპორტი უფასო იქნება შობის ღამესაც.

ასეთი გრაფიკით საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის თბილისის მეტრო, 04:00 საათამდე იმუშავებს, საბაგირო კი 03:00 საათამდე.

ყველა ახალი ამბავი
0