ჯგუფი 2017 წელს ქართველმა ემიგრანტმა მაია ლომიძემ დააარსა, რომლის საქველმოქმედო საქმიანობაც უკვე დიდი ხანია გასცდა ვირტუალურ სამყაროს.
კლიპში მონაწილეობენ ქართველი ემიგრანტები იტალიის სხვადასხვა ქალაქებიდან: მარეხ მახათაძე, მანანა ებანოიძე, ეკა კვესტაძე, ქართულ-იტალიური ოჯახი – მეგი გრიგალაშვილი, დანიელე მარკეზანი და პატარა გაბრიელე მარკეზანი...
წარმატებულ ახალ წელს და სამშობლოში ბედნიერ დაბრუნებას ვუსურვებთ მათ!