ბურჯანაძე: რას მიაღწია პრეზიდენტმა, რომელი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის ინტერესებისთვის...
„ქვეყანა არის ჩამოშლის პირას, ვინაიდან არ ჰყავს პრეზიდენტი, პრემიერი, პრაქტიკულად პარლამენტი არ ჰყავს. რას გვეუბნება პრეზიდენტი, რა გააკეთა, რას მიაღწია, რომელი ნაბიჯი გადაიდგა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, პრობლემების გარდა. არც ერთ კრიზისულ ვითარებაზე პრემიერს განცხადება არ გაუკეთებია“ - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.
ბურჯანაძის განმარტებით, არ არსებობს ისეთი ვითარება, რომელზეც პოზიტიურად შეიძლება საუბარი.