თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. იმ ქვეყნების ლიდერების სია, რომლებსაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ახალი წელი მიულოცა, შეიძლება გაიზარდოს, იუწყება რადიო Sputnik რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანზე დმიტრი პესკოვზე დაყრდნობით.
რუსეთმა საქართველოსთან „ნორმანდიული ფორმატით“ მოლაპარაკების იდეა არ მოიწონა >>
როგორც ადრე კრემლის პრეს-სამსახური იუწყებოდა, რუსეთის პრეზიდენტმა გაუგზავნა შობა-ახალი წლის მილოცვები დონალდ ტრამპს, რეჯეფ თაიიფ ერდოღანს, ბაშარ ასადს, ალექსანდრ ლუკაშენკოს და სხვა ქვეყნების ლიდერებს.
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ამ სიაში არ აღმოჩნდნენ.
„ყველა ლიდერი განცხადებაში ვერ მოხვდა. საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია დაემატება“, – განაცხადა პესკოვმა.