მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ტყვეთა გაცვლის პროცესის მონაწილეები წამებაზე ალაპარაკდნენ

© photo: Sputnik / Valery Melnikov / გადასვლა მედიაბანკშიტყვეთა გაცვლა დონეცკის ოლქში
ტყვეთა გაცვლა დონეცკის ოლქში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიაჩესლავ ბირიულოვს, ალექსანდრ სტელნიკოვიჩს, ვიქტორ სკრიპნიკსა და ევგენი დრუჟინინს კიევი 2014 წლის 9 მაისს მარიოპულში მომხდარ საბრძოლო შეტაკებებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევდა.

თბილისი, 30 დეკემბერი — Sputnik. დონბასში ტყვეთა გაცვლის პროცესის მონაწილეებს შორის ოთხი დონეცკელი იმყოფებოდა, რომლებმაც მარიოპულის საგამოძიებო იზოლატორში ყოფნისას უკრაინის ხელისუფლებას სისხლის სამართლის საქმე აღაძვრევინეს უკრაინის უშიშროების სამსახურისა და ბატალიონ „აზოვის“ მხრიდან წამებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ თავად დაკავებულებმა და მათმა ადვოკატებმა უამბეს საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ს. 

უკრაინული მხარის მიერ დაბრუნებული ტყვე - Sputnik საქართველო
დონბასში მხარეებმა ტყვეები გაცვალეს

ვიაჩესლავ ბირიულოვს, ალექსანდრ სტელნიკოვიჩს, ვიქტორ სკრიპნიკსა და ევგენი დრუჟინინს კიევი 2014 წლის 9 მაისს მარიოპულში მომხდარ საბრძოლო შეტაკებებში მონაწილეობაში ეჭვმიტანილად მიიჩნევდა.

ოთხეული, რომელიც, კიევის ვერსიით, ოლეგ ნედავნის ჯგუფში შედიოდა საძახისით „მანგუსტი“, 2014 წლის აგვისტოში დააკავეს, მაგრამ უკრაინის სასამართლო გამოძიებამ მათი დანაშაული ვერ დაამტკიცა. ამ ხნის განმავლობაში, ეჭვმიტანილების თქმით, მათ მოუხდათ აეტანათ წამება უკრაინის უშიშროების სამსახურისა და ბატალიონ „აზოვის“ წევრების მხრიდან, რომლებიც ცდილობდნენ, ამ გზით მიეღოთ მათგან აღიარებითი ჩვენებები.

„გვცემდნენ ძალიან ბევრს და ყველგან, ფეხებს დანით გვიჩხვლეტდნენ. ავტომატის კონდახით გვირტყამდნენ სახეში, გვახრჩობდნენ კიდეც. ჭერზე სპეციალური კავი აქვთ ამ პროცედურებისთვის დამაგრებული“, — განაცხადა ბირიუკოვმა სააგენტოსთან საუბრისას.

მისი თქმით, ეგზეკუცია მარიოპულში, უშიშროების სამსახურის შენობის სარდაფში ხდებოდა, სადაც თავად ბირიუკოვმა ათი დღე გაატარა და სადაც ყოველ ღამე „სტუმრობდნენ“ ბატალიონ „აზოვის“ წევრები.

რაც შეეხება ალექსანდრ სტელნიკოვიჩს, ის მარიოპულის აეროპორტის არალეგალურ ციხეშიც იჯდა, რომელიც „ბიბლიოთეკის“ სახელითაა ცნობილი.

„ძალიან ხშირად მოჰყავდათ ადამიანები ორიოდე კვირით — საწამებლად და ჩვენებების გამოსაძალად, რათა მერე „ლეგალურში“ გაეფორმებინათ“, — აღნიშნა სტელნიკოვიჩმა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ რუსეთსა და უკრაინას შორის შედგა ტყვეთა გაცვლა ფორმულით „ყველა ყველაზე“, რა დროსაც უკრაინის ხელისუფლებამ თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს 120 ადამიანზე მეტი გადასცა, ხოლო დონბასმა კიევს 76 ტყვე დაუბრუნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0