Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ანუკი არეშიძე ნიკოლასთან ერთად დედაქალაქის ნაძვის ხეს ესტუმრა – ფოტოები

© Facebook / Anouki Areshidzeანუკი არეშიძე
ანუკი არეშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არეშიძე-კალაძის ოჯახის მიმართ ყურადღება არ ნელდება. წყვილს ოთხი შეუდარებელი ვაჟი ჰყავს. ნახეთ, შობის ღამეს როგორ გამოიყურებოდნენ მერის და დიზაინერის ვაჟები.

ანუკი არეშიძე ახალი წლის მშვენიერ დღეებს ოთხ შვილთან ერთად ატარებს. როგორც ჩანს, გადატვირთული გრაფიკი სასიამოვნო არდადეგებმა ჩაანაცვლა და ახლა დიზაინერი შვილებთან ერთად ისვენებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სოციალური ქსელის ოფიციალური გვერდის „სთორები“ შექმნილი სამოსებისა და ფეხსაცმლის ფოტოებითაა გადატვირთული, დიზაინერმა ამჯერად შვილების სურათების გამოქვეყნებაც გადაწყვიტა. თბილისის მერისა და დიზაინერის შვილები განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებიან. მათი გარეგნობა გულგრილს არავის ტოვებს. Instagram-ის „სთორიზე“ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ჩანს, რომ ანუკი რესპუბლიკის მოედანსა და განახლებულ ორბელიანის მოედანზე პატარა ნიკოლასთან ერთად იყო.

მოდური წყვილი საჯარო სივრცეში ერთად ხშირად ჩნდება. მათ მიმართ მუდმივი ინტერესი არ წყდება. კახა კალაძის ვიდეოგანცხადებები და ანუკი არეშიძის მიერ შექმნილი სამოსი ადამიანების ყურადღების ცენტრშია. თითოეული მათგანი საკუთარი მოღვაწეობის სფეროსა და პროფესიულ ჭრილშია წარმატებული. წყვილი ოთხ ვაჟთან ერთად ინტენსიურად მოგზაურობს. კახა კალაძე და ანუკი არეშიძე შვილებს დიდ ყურადღებას აქცევენ მიუხედავად იმისა, რომ სახლში დიდხანს არ არიან.

წარმატებული ქართველი დიზაინერი ანუკი არეშიძე და თბილისის ყველაზე მოდური მერი კახი კალაძე უმცროს ვაჟს ნიკოლას ერთ წლამდე საგულდაგულოდ მალავდნენ. მათ მეოთხე ვაჟი – ნიკოლა 2018 წლის 4 სექტემბერს შეეძინათ. პირველი სამი ვაჟი ანუკი არეშიძემ იტალიაში, მილანში გააჩინა. უფროსი შვილი ლევან კალაძე 12 წლისაა, მეორე – კახაბერი – 7 წლის, ვაჩე კი – 5-ის. ბიჭები ერთმანეთზე ზრუნავენ და სიყვარულს არ მალავენ.  კახა კალაძის პოლიტიკური კარიერიდან გამომდინარე შვილებთან ურთიერთობისთვის ნაკლები დრო რჩება. მიუხედავად ამისა, ყველა კარგად ხედავს, რომ ოჯახი თავს იყრის საზღვარგარეთ სხვადასხვა მდიდრულ კურორტებსა თუ ევროპის გამორჩეულ ქალაქებში.

ნიკოლას ფოტოებს მონათვლამდე არ აქვეყნებდნენ, ახლა კი ანუკი და კახა უმცროსი ვაჟის სურათების გამოქვეყნებას თავს აღარ არიდებენ. შეუდარებელი ბიჭუნები სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

ყველა ახალი ამბავი
0